1 9 : 5 8
რეკლამა Itv.ge-ზე,
სპეციალური ფასები:
599 877 901
 
სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტში AlphaMedic Consortium-ის წინადადებები განიხილება
2016-01-14 13:10:28
|

სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტთან დაკავშირებით  ავსტრიულმა „ალფამედიკ კონსორციუმმა“ (AlphaMedic Consortium),  საპარტნიორო ფონდსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან  მოლაპარაკებები გამართა.

შეხვედრას საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებთან ერთად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მისი მოადგილე ვალერი კვარაცხელია ესწრებოდნენ. ავსტრიულ მხარეს AlphaMedic Consortium-ის აღმასრულებელი დირექტორი კატერინა გომენუკი, კონსორციუმის კონსულტანტი კომპანიის  KPMG-ის წარმომადგენელი  ერიხ ზევანგერი  და სხვა პირები წარმოადგენდნენ.

როგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ აღნიშნა, სამუშაო ჯგუფი „ალფამედიკ კონსორციუმის“ და შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან  ერთად   ავსტრიული მხარის წინადადებებზე იმუშავებს.

საპარტნიორო ფონდმა კონსულტანტ კომპანია „გლობალური ალიანსთან“ (Global Alliance for Health and Social Compact) ერთად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა  განახორციელა. კვლევის საფუძველზე სამთავრობო ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროგრამის ფარგლებში, მთავრობის მიერ გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც მონაწილე სამი კომპანიიდან გამარჯვების პრეტენდენტი „ალფამედიკ კონსორციული“ გახდა.

სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას   ეკისრება  ვალდებულება,  საჯარო და კერძო პარტნიორობის ფორმატში, მოიზიდოს ინვესტიციები და  განახორციელოს სამედიცინო კლინიკების განვითარების კონცეფცია. ასევე საქართველოს მასშტაბით განავითაროს მაღალტექნოლოგიური მეთოდებით და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ამბულატორიული ქსელი.  სამედიცინო კლინიკების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევა მოიცავს შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“; ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებულ უძრავი ქონებას და სს „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს.“ (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი).

სამედიცინო კლინიკების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მოიცავს შპს "თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს"; ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებულ უძრავი ქონებას და სს "უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს." (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი).

AlphaMedic Consortium-ის შესახებ

 ალფამედიკის“ გუნდს გააჩნია   გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის ფარგლებში, საავადმყოფოების პროექტებში, ინვესტიციებში და ასევე ყოველდღიურ ჯანდაცვაში.

კომენტარები

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს, 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



სარეკლამო ადგილი - 7
468 x 60
პრეს-ნიუსი
,,მიუხედავად მაკიაჟსა, რამხელა კტკივილია მის სახეზე“ - კომენტარები მაია ასათიანის „პროფილში“ გამოჩენის შემდეგ
გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ, რა არის გახშირებული ავტოავარიების მიზეზი?
ხმის მიცემა   რეზულტატი
სარეკლამო ადგილი - 5
268 x 160
ინტერვიუ
ფილმი თუ წიგნი - რა არის თინეიჯერების არჩევანი დღეს
სარეკლამო ადგილი - 6
268 x 160
ემიგრანტები
ქართველი გმირი ემიგრანტი, რომლის შესახებაც თითქმის არავის სმენია
ხალხის აზრი
ვინ არის ჰამაკში, რომელიც ხაშურის თავზე დაფრინავს - ხალხის აზრი
 მთავარი |  სიახლეები |  გადაცემები |  პოლიტიკა |  ეკონომიკა |  საზოგადოება |  კულტურა |  სპორტი |  პრეს-ნიუსი |  კითხვის ნიშანი |  ინტერვიუ |  Weekend |  უცხოეთი |  მთავარი თემა |  კრიმინალი |  რესპონდენტი |