1 1 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 12
290 x 60
რეკლამა Itv.ge-ზე,
სპეციალური ფასები:
599 877 901, 599 877 908
 
თიბისი გალერეა GIPA-ს სტუდენტების გამოფენას მასპინძლობს
2016-01-22 13:26:03
|

თიბისი გალერეა  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტების გამოფენას, „ანბანოგრაფია 33“ მასპინძლობს.

ექსპოზიციაზე სტუდენტების მიერ ქართული ანბანის თემატიკაზე შექმნილი  100-ზე მეტი  ნამუშევარი გამოიფინა,  მათ შორის: სტუდენტების თვალით დანახული ანბანური ფოტოკადრები, სიუჟეტური, მხატვრული, კონცეპტუალური ფოტოები  და ინსტალაციები.  

„ანბანოგრაფია 33-ის“  ფარგლებში ოთხი პროექტია წარმოდგენილი: „რას ვწერთ”, „რას ვხედავთ“, „რას ვამბობთ“ და „რას ვფიქრობთ“.

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი  სტუდენტების გამოფენით თიბისი  ბანკის პროექტს,  #წერექართულად უერთდება და ამ ფორმით ახალგაზრდებში ქართული ენის, როგორც ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილის პოპულარიზაციას ცდილობს.

გამოფენაზე თიბისი ბანკმა ქართული ანბანის თემატიკაზე შექმნილი საუკეთესო ნამუშევრი გამოავლინა და მის ავტორებს, ბექა კერესელიძეს და რეზი ბოლქვაძეს  #წერექართულად პროექტის ფარგლებში, სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ელექტრონულმა წიგნების სახლმა „საბა“ კი გამოფენის ყველა მონაწილე ელექტრონული წიგნებით დააჯილდოვა.

„ანბანოგრაფია 33-ის“ ფარგლებში GIPA-ს აუდიო-ვიზუალური და მედიახელოვნების  ბაკალავრიატისა და ფოტოგრაფიის სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულების ნამუშევრები გამოიფინა.

ექსპოზიცია  თიბისი გალერეაში 22 იანვრამდე დარჩება.

 

კომენტარები

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს, 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



სარეკლამო ადგილი - 7
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 47
268 x 320
პრეს-ნიუსი
საქართველოს ბანკმა ბარათების საყოველთაო გათამაშება დაიწყო
გამოკითხვა
რამდენად ხშირად ეცნობით სიახლეებს ჩვენს საიტზე?
ხმის მიცემა   რეზულტატი
სარეკლამო ადგილი - 5
268 x 160
ინტერვიუ
რატომ დატოვა თოქშოუ პროფილი პროდუსერმა და რა ხდება GDS-ის კულისებში?
სარეკლამო ადგილი - 6
268 x 160
შენი ვიდეო
რა შეიძლება გააკეთოს ქართველმა შეყვარებულმა ბიჭმა, როცა მეორე ნახევართან ნაჩხუბარია
ხალხის აზრი
კვირიკაშვილის 100 დღე - როგორ აფასებს მოსახლეობა პრემიერის მუშაობას?
 მთავარი |  სიახლეები |  გადაცემები |  პოლიტიკა |  ეკონომიკა |  საზოგადოება |  კულტურა |  სპორტი |  პრეს-ნიუსი |  კითხვის ნიშანი |  ინტერვიუ |  Weekend |  უცხოეთი |  მთავარი თემა |  კრიმინალი |