1 5 : 0 4
 | 

მსოფლიო

იმედა დვალიძე: „დოკუმენტის სიყალბეს ვერ გადაფარავს ვერც სასამართლოს დაშანტაჟების და ვერც ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის მცდელობები“

28 იანვარს გავრცელდა კომპანია „ტრანსფორდის“ მორიგი განცხადება ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიების მიერ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით. წინა განცხადებებისაგან განსხვავებით, რომლებშიც  ძირითადი აქცენტი გამიზნულად საქმის განმხილველი მოსამართლის   დასაშანტაჟებლად კეთდებოდა, ამჯერად, მცდელობაა აბსურდული  ბრალდებებით ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაცია მოხდეს.

ყოველივე ამან უკვე კომიკური სახე მიიღო და ადასტურებს მოწინააღმდეგეების აგონიაში ყოფნას.  ადამიანურად გვესმის კიდეც მათი, რადგან  არ გააჩნიათ არანაირი არგუმენტი, რომელიც ჩვენს სიმართლეს უარყოფდა. ყველაზე უკეთ სწორედ მათ იციან, რომ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიებისთვის ნავმისადგომების იჯარის უფლების შეწყვეტა მოხდა შეითითხნილი დოკუმენტის საფუძველზე.  დანაშაულებრივი სქემის მონაწილეებს იმდენად სჯეროდათ დაუსჯელობის, რომ ყალბი დოკუმენტიც  ერთობ ზერელედ შექმნეს - იმაზეც კი არ იზრუნეს, რომ ყალბი დასკვნის ხელმომწერი უკრაინელი „ექსპერტებისთვის“ საზღვარგარეთული პასპორტები აეღოთ და საქართველოში ჩამოეყვანათ.

ეს ყოველივე მათ კარგად იციან, ხედავენ იმასაც, რომ დამარცხება გარდუვალია და უმწეობისგან სახე ბოლომდე დაკარგეს.  დავის ეთიკის ელემენტარული ნორმების დარღვევაა, როცა  სიყალბის გადაფარვას ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის დისკრედტაციით ცდილობ . ერთი მხრივ, ნაციონალების სიცრუის  სკივრიდან ხალხის „ძარცვის“ ყავლგასული თემის  ამოქექვა და, მეორე მხრივ, სხვა ქვეყანაში სხვა მხარეების მონაწილეობით მიმდინარე, ჯერაც დაუსრულებელი სამართალწარმოების ჩხარტიშვილის იმიჯის შესალახად გამოყენება იმას ჰგავს, ერთმანეთს რომ  სრულიად განსხვავებული ორი საგანი შეადარო, რომელთაგან ერთი ლურჯია, ხოლო მეორე თბილი.

აქაც ღრმად ცდებით. თქვენს შეფასებას თუ გამოვიყენებთ „ნიშანდობლივია, რომ კანონის უზენაესობის მქონე, დიდ ბრიტანეთში“ პატარკაციშვილებთან დასრულებულია  ერთი სასამართლო პროცესი და , თქვენდა სამწუხაროდ, იგი ვანო ჩხარტიშვილმა მოიგო. კერძოდ, ოჯახმა აღიარა, რომ ყველაზე ღირებული სადაო აქტივი- ყულევის ტერმინალი, ვანო ჩხარტიშვილის საკუთრებაა. ლონდონში მიმდინარე მეორე პროცესის პირველი ინსტანცია წავაგეთ, მაგრამ მას მეორე ინსტანციაში ვასაჩივრებთ. ამავე თემაზე დავა მიმდინარეობს ქართულ სასამართლოშიც და აქ ჩვენ  პირველი  ინსტანცია მოგებული გვაქვს. თუმცა,ყოველივე ამას არანაირი მიმართება არ აქვს თქვენთან  დავასთან, მაგრამ  სწორედ იმიტომ სცადეთ სრულიად სხვა საქმეზე უმწეო გადამისამართება, რომ ჩხარტიშვილის რეპუტაციის შელახვის მცდელობით, იქნებ როგორმე საქმის განმხილველ მოსამართლეზე იქონიოთ ზეგავლენა. სულ ტყუილად, რადგან საზოგადოებაც და სასამართლო კორპუსიც კარგად ხედავს სიცრუეს და სიყალბეს თქვენს ქმედებებსა და სიტყვებში.

 

იმედა დვალიძე,  ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:49

    ესპანეთის პოლიციამ მეორე ტერაქტის მცდელობა აღკვეთა...

    ესპანეთის პოლიციამ მეორე ტერაქტის მცდელობა აღკვეთა. ძალოვანებმა მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც კამბრილსის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, რამდენიმე ეჭვმიტანილი მოკლეს. გამოძიების ვერსიით, ისინი ბა...

  • 22:28

    ბარსელონაში მომხდარ ტერაქტში ბრალდებული დააკავეს ...

    პოლიციამ დაადგინა მანქანის მძღოლის ვინაობა, რომელიც ბარსელონას ცენტრში ხალხს შეეჯახა. აღნიშნულის შესახებ ესპანური გამოცემა El País სამოქალაქო გვარდიაზე დაყრდნობით იუწყება.გავრცელებული ინფორმაციით, საუ...

  • 22:05

    ტერაქტი ბარსელონაში - დაღუპულია 13 ადამიანი, დაშავ...

    ბარსელონაში ტერაქტი მოხდა. ხალხმრავალ ადგილას, იქ, სადაც ყოველდღიურად ათიათასობით ტურისტი გადაადგილდება, მიკროავტობუსი საფეხმავლო ზონაში შევარდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.თავდასხმას 13 ადამიან...

  • 17:29

    საუდის არაბეთის 26 წლის პრინცი გარდაიცვალა ...

        საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი 26 წლის პრინს სალმა ბენის  გარდაცვალებას იუწყება . სამეფო ოჯახის არც ერთ წევრს აღნიშნულზე კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებია,თუმცა უცხოური გამოცემების...

  • 18:03

    ამერიკის ერთ-ერთმა შტატმა 4 აგვისტო ბარაკ ობამას ...

       შტატ ილინოისის მოსახლეობა 2018 წლის 4 აგვისტოს  ბარაკ ობამას დღეობას აღნიშნავს, ვინაიდან  სწორედ 4 აგვისტოს აქვს ყოფილ პრეზიდენტს დაბადების დღე. ინფორმაციას NBC Chicago&nbs...

  • 14:20

    დუბაიში ცათამბჯენი იწვის...

         დუბაიში 79-სართულიანი ცათამბჯენი იწვის. შენობიდან ხალხის ევაკუაცია მიდინარეობს. დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.340-მეტრიანი ცათამბჯენი მსოფლიოშ...

  • 00:01

    "Great job!" - ასე ეხმაურება ჯონ მაკკეინი მაიკ პე...

    "Great job! " - ასე ეხმაურება სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს.   „ტვიტერში“ მაკკეინი Bloomberg-ის სტატიას აზიარებს, სადაც სა...