2 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჰუმანითი ჯორჯიას ხელმისაწვდომი მედიკამენტები აფთიაქებში მალე გამოჩნდება

ჰუმანითი ჯორჯიას გენერალური დირექტორის ანდრიი კუზმას ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს კომპანიის მედიკამენტების დასაწყობება და ძალიან მალე 250-მდე დასახელების ხშირი მოხმარების პრეპარატი ხელმისაწვდომ ფასად აფთიაქებში გაიყიდება.

ამის შესახებ კუზმამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადა. დღეს რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ფარმაცევტულმა კომპანია ჰუმანითი ჯორჯიასგან ჰუმანიტარული დახმარება მიიღო. ეს არის ჰუმანითი ჯორჯიას მიერ შემოტანილი კარდიოლოგიური და ანტიბიოტიკის ჯგუფის პრეპარატების მოცულობითი პარტია, რომელიც  საავადმყოფოს პაციენტებისთვისაა განკუთვნილი.

მოხარული ვარ, რომ დღეს პირველი ქართველი პაციენტი უკვე მიიღებს ჰუმანითი ჯორჯიას მიერ შემოტანილ პრეპარატს. ჰუმანიტი ჯორჯიას უკლებლივ ყველა პრეპარატი დამზადებულია საუკეთესო ფარმაცევტულ ქარხნებში, რომლებიც ფლობენ  EU GMP– ის სერთიფიკატს და მათ ასევე გავლილი ხარისხის სერიული კონტროლი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცერებულ ლაბორატორიებში. ეს არის, ძირითადად, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, რომლებიც პაციენტებისთვის აუცილებელია და ვფიქრობთ, ჩვენი ჰუმანიტარული მიმართულება პაციენტებს ყოფას შეუმსუბუქებს.

ჩვენი პრეპარატების მთავარი უპირატესობა, მაღალ ხარისხთან ერთად არის ის, რომ არსებულ ანალოგებთან შედარებით ისინი გაცილებით დაბალ ფასად იქნება წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე.  დარწმუნებული ვარ, ქართველი მომხმარებელი მოწონებით შეხვდება ჰუმანითი ჯორჯიას პრეპარატებს“, – აღნიშნა ანდრიი კუზმამ.

მისივე განცხადებით, გარდა პირველ ეტაპზე, 250–მდე დასახელების EU GMP– ის სერთიფიკატის მქონე ხშირი მოხმარების ხარისხიანი პრეპარატის მისაღებ ფასად იმპორტისა, ჰუმანითი ჯორჯიას ამბიციური გეგმები აქვს ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების მიმართულებითაც. კერძოდ, კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით გადაწყვეტილია 130 მლნ აშშ დოლარის ჯამური საინვესტიციო ღირებულების ულტრათანამედროვე ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა, რომელიც ასევე აღჭურვილი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიით.

ანდრიი კუზმას განცხადებით, ჰუმანითი ჯორჯია, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის ფარმაცევტულ ბაზარზე და სურს დამკვიდრდეს ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...