0 3 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ჯანდაცვის სექტორში მნიშვნელოვანი გამოწვევების,ასაკოვანი მოსახლეობის ზრდის, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და საავადმყოფოების დღევანდელი მდგომარეობის შესახებ „გალტ & თაგარტმა“ კვლევა გამოაქვეყნა

თბილისი, 5თებერვალი, 2016 - სს „გალტ& თაგარტის“ („გალტ & თაგარტი“) მიერ საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესახებ გამოქვეყნებული კვლევა მოიცავს ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ბიზნესის წარმომადგენელთათვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს. კვლევაში დეტალურად არის მიმოხილული ჯანდაცვის სექტორის განვითარების ეტაპები და სახელმწიფოს პოლიტიკა აღნიშნულ სექტორთან მიმართებაში. კვლევა მოიცავს თურქეთისა და მექსიკის მაგალითებს, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს ჯანდაცვის სექტორის რეფორმები. კვლევაში საუბარია ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორებიცაა ასაკოვანი მოსახლეობის ზრდა, ქრონიკული დაავადებები და მათთან გამკლავება. კვლევის მიხედვით, საკმარისი ინვესტიცია ტექნოლოგიებში ხსენებულ სექტორში დანახარჯების ზრდის შენელებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მიიჩნევა. კვლევა მიმოიხილავს საავადმყოფოების დღევანდელ მდგომარეობას.

„გალტ & თაგარტის“ მიერ მომზადებული ჯანდაცვის სექტორის კვლევა ნებისმიერ დაინტერესებულ საერთაშორისო კონსულტანტს დაეხმარება საფუძვლიანი ანალიზისა და სტრატეგიის შემუშავებაში. ის საინტერესო იქნება პოტენციური ინვესტორებისთვის, საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ყველასთვის, ვისაც სურს გაეცნოს ჯანდაცვის სექტორის სრულ და პროფესიონალურ ანალიზს.

„გალტ & თაგარტის“ სექტორული კვლევები ქვეყნდება ეკონომიკური პრიორიტეტებისა და სექტორების საინვესტიციო პოტენციალის მიხედვით. ჯანდაცვის სექტორის შემდეგი კვლევა ამ წლის ზაფხულში გამოქვეყნდება. უახლოეს მომავალში იგეგმება ენერგეტიკისა და ტურიზმის სექტორული კვლევების გამოქვეყნება. „გალტ & თაგარტი“ ქვეყანაში წამყვანი კომპანიაა ინვესტიციების მართვის მომსახურების სფეროში. მას აქვს საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე მუშაობის უნიკალური და ხანგრძლივი გამოცდილება, მათ შორის კაპიტალის ბაზრების განვითარების მიმართულებით. „გალტ & თაგარტი“ მუდმივად აკვირდება საქართველოში წამყვან ეკონომიკურ სექტორებს და ყველა დაინტერესებული პირისთვის ქმნის სხვადასხვა ტიპის პროდუქტს, მათ შორის საქართველოს და აზერბაიჯანის ეკონომიკების ყოველკვირეულ მიმოხილვას; ფასიანი ქაღალდებისა და ობლიგაციების ბაზრების მიმოხილვას; მოცულობით ანგარიშებს ინვესტორებისთვის საინტერესო სექტორებზე.

ჯანდაცვის სექტორის კვლევა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.gt.ge 

​###

სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:

სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...