0 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სულ მალე ქართულ ანიმაციას 2 ახალი ანიმაციური ფილმი შეემატება

ეროვნული კინოცენტრის მიერ მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსის შედეგები უკვე ცნობილია, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მალე ქართულ ანიმაციას 2 ახალი ნამუშევარი შეემატება.აქედან ერთ-ერთი კი პირველი ქართულ-ფრანგული ანიმაციური კოპროდუქცია იქნება.

„ჯიბის კაცი“ - პირველი ქართულ-ფრანგული ანიმაციური კოპროდუქცია

ახალგაზრდა ქართველი ანიმატორის, ანა ჩუბინიძის პროექტი „ჯიბის კაცი” პირველი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი იქნება, რომელზეც საქართველო და საფრანგეთი ერთობლივად იმუშავებენ. სულ ცოტა ხნის წინ ანამ პროექტი საფრანგეთის ქალაქ ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგინა, სადაც „ფოლიმაჟმა” (ანიმაციურმა სტუდიამ) სწორედ ანას ნამუშევარზე შეაჩერა არჩევანი და ახალგაზრდა ანიმატორი სცენარზე და კადრირებაზე სამუშაოდ საფრანგეთში მიიწვია. „ჯიბის კაცის” წარმოება 1 წლის მანძილზე გაგრძელდება. აქედან პირველი 6 თვე ფილმზე მუშაობა დაგეგმილია საქართველოში, შემდეგი 6 თვე კი საფრანგეთში.

კინოპროექტი პატარა არსების, ედგარის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ვერავინ ამჩნევს, მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი ერთ დღეს ბრმა მოხუცს გაიცნობს და მისი გულის ჯიბეში დაიდებს ბინას, ედგარისთვის ახალი და საინტერესო ცხოვრება იწყება.

„ზოლემია“

კონკურსის მეორე გამარჯვებულად ნინა სამანიშვილის  პროექტი „ზოლემია“ დასახელდა. იგი ასევე ახალი ცხოვრების დაწყებას ეხება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ზებრის ისტორიაა, რომელიც ერთ დღეს ზოლებს დაკარგავს. ამ დაავადებას ზოლემია ქვია და იგი ყველაფერს ცვლის მთავარი პერსონაჟის გარშემო, თუმცა მხოლოდ სასიკეთოდ. მნიშვნელობა არ აქვს როგორ გამოიყურები, მთავარია იპოვო შენი დანიშნულება და მოწოდება ცხოვრებაში.

მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსი 29 სექტემბერს გამოცხადდა და მასში მონაწილეობას სულ 9 პროექტი იღებდა. კონკურსის 2 ტურის შემდეგ საექსპერტო კომისიამ საბოლოო არჩევანი 2 პროექტზე შეაჩერა, ეროვნულმა კინოცენტრმა კი თითოეული პროექტი 75 000 ლარით დააფინანსა.

კინოცენტრი ულოცავს გამარჯვებული პროექტების ავტორებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...