1 7 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მსოფლიო მასშტაბის ბანკირები თიბისი კაპიტალის სათავეში

თიბისი ბანკმა თიბისი კაპიტალის მმართველ დირექტორებად ლევან შანიძე და ავთანდილ გიგინეიშვილი დაასახელა. ისინი ერთად გაუძღვებიან თიბისი ბანკის საინვესტიციო საბანკო მიმართულებას, რომელიც ბაზარს სთავაზობს კორპორატიულ კონსულტაციებს, კვლევებსა და საბროკერო მომსახურებას საქართველოში.

ლევან შანიძე და ავთანდილ გიგინეიშილი გამოცდილი პროფესიონალები არიან; თითოეულ მათგანს ლონდონისა და ჰონ კონგის საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტებში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს.  

 

ავთანდილ გიგინეიშვილი ლონდონში Jefferies International-ის მმართველი დირექტორი და აქტივების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი გახლდათ. თავდაპირველად ის კომპანიაში იმ გუნდის წამყვანი წევრი იყო, რომელმაც შექმნა წარმატებული ბიზნესი, ბიზნესი, რომელიც მართავდა ევროპისა და აშშ-ის ინსტიტუციური და საცალო სეგმენტის კლიენტების 3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებს. მოგვიანებით ავთანდილი ამ გუნდის ლიდერი გახდა. დაახლოებით 20 წლიანი კარიერის მანძილზე მას მოუწია ემუშავა რამდენიმე ბაზრისთვის ძალიან კრიტიკულ პერიოდში და ჩართული იყო  ბიზნესის განვითარებისა და ოპერაციების ნულიდან დაწყების ყველა ასპექტში. კიდევ უფრო ადრე კი ავთანდილ გიგინეიშვილი Jefferies International-ში კვლევით ანალიტიკოსად მუშაობდა და მის ფუნქციებში საერთაშორისო კონვერტირებადი ობლიგაციების კვლევა და სხვადასხვა სავაჭრო გარიგებაზე იდეების გენერირება შედიოდა. ავთანდილ გიგინეიშვილი ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს (MBA) ტულანის უნივერსიტეტიდან (ნიუ ორლეანი, ლუიზიანა). ის, ასევე, არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებათა ბაკალავრი ელექტროინჟინერიაში.

 

ვიდრე თიბისი კაპიტალის გუნდს შემოუერთდებოდა, ლევან შანიძე იყო  ჰონ კონგში Silverhorn Investment Advisors-ის მმართველი დირექტორი და მართავდა წამყვან მაკროფონდს. ლევანის კარიერაში აქტივების მართვას წინ უსწრებდა სხვადასხვა პოზიცია კაპიტალის ბაზრების სფეროში, ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა Nomura, Lehman Brothers, JP Morgan და Jardine Flemings. მის ფუნქციებში შედიოდა კერძო კაპიტალის დერივატივების ბიზნესის შექმნა, ინდოეთის კაპიტალის ბაზრებით ვაჭრობის ხელმძღვანელობა, კერძო კაპიტალით ვაჭრობა საერთაშორისო ბაზრებზე. ლევანი ფლობს საიმონის ბიზნესის ადმინისტრირების უმაღლესი სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს (MBA) ფინანსებისა და კორპორატიული აღრიცხვის მიმართულებით. ამასთანავე, ის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა ბაკალავრი ბიოფიზიკაში.

 

თიბისი კაპიტალის მიზანია, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოში კაპიტალის ბაზრების განვითარებაში და დაეხმაროს ინსტიტუციურ და სტრატეგიულ ინვესტორებს საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენაში, ამასთანავე, ადგილობრივ კომპანიებს გაუხსნას გზა დაფინანსების დამატებითი ფორმებისკენ, სადაც დღეს ტრადიციული საბანკო სესხები დომინირებს.

 

თიბისი კაპიტალი დაარსდა 1999 წელს და საქართველოს ბაზრის შესაბამის მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს.

 

მისი მშობელი კომპანია, თიბისი ბანკი არის საქართველოში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, რომლის აქციებიც ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE: TBCB LI).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...