0 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პაშა ბანკის სააღდგომო ქველმოქმედება

პაშა ბანკმა კლიენტებს და პარტნიორებს აღდგომის დღესასწაული ტრადიციულად საქველმოქმედო აქტივობით მიულოცა. ბანკმა მათისახელით თბილისის SOS ბავშვთა სოფელში გადარიცხა თანხა, რომლითაც დაიფარებაიქ მცხოვრებიყველა აბიტურიენტის ინგლისურ ენაში მომზადების მთელი წლის ხარჯი.

ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალიზაციისთვის ხელშეწყობა.

„პაშა ბანკი უკვე სამი წელია ოპერირებს საქართველოში როგორც რეგიონალური კორპორატიული და საინვესტიციო ბანკი.დაარსების დღიდან ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას, რასაც ადასტურებს ბანკის მიერ განხორციელებული სხვადასხვა საქველმოქმედო თუ სოციალური აქტივობა. შარშან აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენ გადავრიცხეთ გარკვეული თანხა ფონდში „პირველი ნაბიჯი საქართველო“. გადავწყვიტეთ, რომ წელსაც კეთილი საქმით აღგვენიშნა აღდგომა და თანაბრად გავუზიარეთ სიხარული, როგორც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს და კლიენტებს, ასევე საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს,“ - განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.

„საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი მადლიერებას გამოთქვამს პაშა ბანკის მიერ განხორციელებული ქველმოქმედებისთვის, ვინაიდან რესურსების უანგაროდ მობილიზაცია და განათლებაში მიმართვა ხელს უწყობს ბავშვების წარმატებულ მომავალს. პაშა ბანკის სახითსაქართველოს SOS ბავშვთა სოფელმა საიმედო პარტნიორი შეიძინა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში ბიზნეს სექტორის  ამგვარი მონაწილეობა სასარგებლო შედეგებს მოიტანს როგორც კონკრეტული ადამიანებისთვის, ისე მთელი საზოგადოებისათვის.“ - განაცხადა ნოდარ თოფურიძემ, “საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის“ ადვოკატირების მრჩეველმა.

პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.

პაშა ბანკი არის პაშა ჰოლდინგის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჯგუფს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალმა 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო და 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით მისმა მთლიანმა აქტივებმა 278 მილიონ ლარს გადააჭარბა. პაშა ბანკი მდებარეობს

თბილისში: შოთა რუსთაველის გამზირის 15.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...