1 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არასამთავრობო სექტორი აქციებს აანონსებს- ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ მიწის ნაკვეთი გაიყიდება

ჩამოტვირთვა

საზოგადოებრივი გაერთიანება „ერთად“ ქალაქის მერს დავით ნარმანიას თბილისის ბოტანიკური ბაღის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკრებულოში მისვლისკენ მოუწოდებს. 

გარდა ამისა, როგორც „თბილისის ჰამქარის“ ხელმძღვანელმა ცირა ელისაშვილმა განაცხადა, დღეს საქართველოს პარლამენტსა და საკრებულოში შევა მიმართვა, რათა აღნიშნული სახელმწიფო უწყებები დაინტერესდნენ ქალაქის ეკოლოგიური პრობლემებით და ბოტანიკური ბაღის საკითხი განხილული იყოს სხდომებზე საზოგადოების ჩართულობის ფონზე. 

„საქართველოს პარლამენტსა და საკრებულოში დღეს შევიტანთ მიმართვას პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის და საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის სახელზე. ჩვენ ვითხოვთ, რომ საკითხები პარლამენტის და საკრებულოს დონეზე იქნეს განხილული საზოგადოებრივი ჩართულობის ფონზე. ორგანიზაციები ჩართულები იყვნენ, როგორც მხარე. ამით საშუალება გვექნება დავასაბუთოთ ჩვენი მოსაზრებები, თუ რა კონტექსტში დაირღვა კანონი როგორც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, ასევე სხვა მიმართულებით“, - განაცხადა „თბილისის ჰამქარის“ ხელმძღვანელმა ცირა ელისაშვილმა. 

საზოგადოებრივი გაერთიანების „ერთად“ წევრები საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს ალეკო ელისაშვილს თხოვნით მიმართავენ, რათა მოხდეს საკრებულოში შეხვედრის ორგანიზება და საკითხის ინიცირება. თავის მხრივ, ალეკო ელისაშვილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელ პრესკონფერენციას ესწრებოდა ქალაქის მერს, დავით ნარმანიას მოუწოდებს, საკრებულოში მივიდეს და საკითხით დაინტერესდეს. 

„ორი კვირაა ნარმანია იმალება და მხოლოდ პრესსამსახური აკეთებს განცხადებებს. დავით ნარმანიას ამ მტკივნეულ საკითხზე სიტყვა არ უთქვამს. მე ძალისხმევას არ დავაკლებ, რომ თბილისის საკრებულოში მოეწყოს საზოგადოებრივი განხილვა და სხდომას თბილისის მერი დაესწროს“, - განაცხადა ელისაშვილმა. 

არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებას, ასევე შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შეწყვეტას და ტერიტორიის აუქციონზე გატანას აპროტესტებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტს იწვევს ასევე „პანორამა თბილისი“. არასამთავრობოები აცხადებენ, რომ სამივე საკითხი საქართველოს ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები