0 4 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის II ტურს დღეს თბილისი მასპინძლობს

„საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016“ გრძელდება. ფესტივალის II ტურის კონცერტებს  ამჯერად,  დედაქალაქი მასპინძლობს, რომელიც დღეს,  19:00 საათზე  კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში გაიმართება. მაყურებლის წინაშე წარსდგებიან  თბილისის ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, მგალობელთა გუნდები, სახალხო მთქმელები. ფესტივალი მოიცავს ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, საკრავიერ მუსიკას, ტრადიციულ საეკლესიო გალობას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას.  ფესტივალში მონაწილეობს საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსი და ეთნიკური ჯგუფი. ფესტივალი 2015 წელს ივნისში, ქალაქ თელავში გაიხსნა და საქართველოს ყველა რეგიონი  მოიცვა. წელს კი, ფოლკლორის მოყვარულებს ფესტივალის II  ტური, ფინალი და გალა კონცერტი ელის. შეგახსენებთ, რომ  "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო  ცენტრის ორგანიზებით ტარდება.მეორე ტურის პირველი კონცერტი 6 აპრილს, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში შედგა, სადაც კახეთისა და ქვემო ქართლის, 12 აპრილს გორის, გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე   - შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ. ქუთაისის  და თბილისის შემდეგ, შემდეგი ტური 30-31 მაისს (ფოთის ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი  - სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, აჭარის - ხულოს, შუახევის, ქედის მონაწილეები) გაიმართება. ფესტივალის ფინალი -  შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ორ ნაწილად გაიმართება: 6 ივნისი - ზეპირსიტყვიერება და 27-28 ივნისი - მუსიკა და ქორეოგრაფია. ფესტივალის ლაურეატებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, პრიზები და ფულადი პრემია.  „ეროვნული ფესტივალი მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს,  ჩვენი დიდებული განძის, რასაც ჰქვია ქართული ცეკვა და ქართული სიმღერა, მის წარმოსაჩენად. მსოფლიოში ცნობილია და დღესაც ინტერესითა და დიდი სიყვარულით ადევნებენ თვალ-ყურს, გვისმენენ, გვიყურებენ... საოცარი წარტმატებით გამოვდივართ უცხოეთში, შეგვიყვარეს ჩვენ და ჩვენი ფოლკლორიც“, - აღნიშნავს ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ანსამბლ „რუსთავის“ მთავარი ქორეოგრაფი,  ფრიდონ სულაბერიძე. როგორც საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აღნიშნავენ, ფესტივალი წარმოაჩენს საქართველოს ფოლკლორში არსებულ  მდგომარეობას. იგი ხელს შეუწყობს ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების, ქორეოგრაფიული ანსამბლების, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას. ასევე,  გამოიცემა DVD ალბომი - "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016” და ლაურეატთა ბუკლეტები. "ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი კონცერტი ჩატარდა ფესტივალის ფარგლებში. მომავალი 2 თვის განმავლობაში-ივნისის ბოლომდე ქართული ფოლკლორის მოყვარულებს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფინალი ელის" - განაცხადა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ.საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ფესტივალთა ჩატარების 80 წლიანი გამოცდილება აქვს. ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია ეროვნული იდენტობის წარმოჩენისა და შენარჩუნებისათვის, ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე გასატანად, მონაწილეების წასახალისებლად. ფესტივალი მხოლოდ ქართულ ფოლკლორს არ მოიცავს - ტრადიციული კულტურის წარმოჩენა საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნიკურ ჯგუფს შეეძლება. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთობლივი პროექტია. ღონისძიება მოიცავს ტრადიციული ხელოვნების ყველა მიმართულებას: ხალხური სიმღერა, ქართული ტრადიციული გალობა, საკრავიერი მუსიკა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...