0 7 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბიზნესის ნულიდან შექმნისა და მასშტაბირების უანალოგო 45 დღიანი პრაქტიკული პროექტი, რომლის მონაწილეებმა პირველივე კვირას გამოიმუშავეს 1800 + ლარი

კომპანია „ინტელექტიკა“ 8 წელია ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, პიროვნული ზრდისა და ბიზნესის განვითარების სფეროში. 1 წელია, რაც კომპანიამ გახსნა ახალი ხაზი - „ბიზნეს ინტელექტიკა“ და უკვე მის ფარგლებში ჩაატარა ათობით სემინარი, მასტერკლასი და შეხვედრა როგორც ბიზნესმენებთან, ისე სტარტაპერებსა და სტუდენტებთან.

8 მაისს, „ბიზნეს ინტელექტიკა“-მ, პირველად საქართველოში, გამართა ბიზნეს-სამიტი, რომელსაც დაესწრო 300-მდე მოქმედი და დამწყები ბიზნესმენი.სამიტს უძღვებოდნენ პრაქტიკოსი ბიზნესმენები - „ინტელექტიკა“-ს დამფუძნებელი გიორგი თვალაძე და „ინტელექტიკა“-ს ბიზნეს-პარტნიორი ირაკლი ბლიაძე.

სამიტზე გამოიკვეთა საქართველოში მოქმედ ბიზნესმენთა აბსოლუტური უმრავლესობის პრობლემები, რაც დღევანდელი კონკურენციისა და კრიზისის პირობებში, მათ ბიზნესებს რეალური საფრთხის წინაშე აყენებს. ასევე, განხილულ იქნა თანამედროვე ბიზნეს-მოდელი და ინტერნეტიდან მომხმარებლების გენერირების მსოფლიოში აპრობირებული მარკეტინგული მეთოდები და ინსტრუმენტები, როგორებიცაა: კონტენტ-მარკეტინგი, SMM მარკეტინგი, გაყიდვების ძაბრი, პროდუქტების ხაზი, ბიზნესის შეფუთვა, გამყიდველი გვერდებითა და სკრიპტებით გაყიდვების ოპტიმიზაცია.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიზნესის შეფუთვის თემას, რადგან როგორც გამოიკვეთა, საქართველოში წარმოდგენილი ბიზნესების 95% სრულად არ არის შეფუთული და არ იყენებს სტრატეგიულ მარკეტინგს.

სამიტის ბოლოს გაიმართა „ინტელექტიკას“ ახალი 45 დღიანი პრაქტიკული პროექტის “Business Formula #1”-ის პრეზენტაცია, რომელსაც დარბაზშივე შემოუერთდა 30 დამწყები და მოქმედი ბიზნესმენი.

პროექტმა სტარტი აიღო 28 მაისს. იგი 7 ძირითადი შეხვედრისგან შედგება, რომლის განმავლობაშიც მონაწილეები ქმნიან და ფუთავენ საკუთარ ბიზნესს. შეხვედრების თემებია: ნიშის აღმოჩენა და დატესტვა, ბაზრის და კონკურენტების ანალიზი, უნიკალური სავაჭრო წინადადებების შექმნა, გამყიდველი საიტების შექმნა, ეფექტური მოლაპარაკებები, SMM მარკეტინგი, ეფექტური სარეკლამო კამპანიის შექმნა და ჩაშვება, გამყიდველი სკრიპტების შექმნა, გაყიდვების განყოფილების შექმნა, მენეჯმენტი, კომპანიის შეფუთვა.

მონაწილეებმა განსაზღვრეს 45 დღიანი ფინანსური გეგმა, რომლის პირველი ეტაპი უკვე პირველივე კვირის დავალებების შესრულებისას გაიარეს და მითითებულ დელტას [აუცილებლად გამოსამუშავებელ თანხას] – 300 ლარს მნიშვნელოვნად გადააჭარბეს.

ახლა კი შემოგთავაზებთ პროექტის ავტორებისა და წამყვანების - გიორგი თვალაძისა და ირაკლი ბლიაძის კომენტარებს პროექტტან დაკავშირებით.

 

 

გიორგი თვალაძე:

ჩვენი პროექტი შემიძლია შევადარო ერთგვარ კონვეირს, სადაც ადამიანი შემოდის თავისი A წერტილით [ფინანსურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა] და გადის რადიკალურად განსხვავებული აზროვნებითა და ფინანსური მდგომარეობით.

ჩვენ - კარგი გაგებით - ვაიძულებთ მონაწილეებს, უმოკლეს დროში დადონ შედეგი... თანაც შედეგი არა გაურკვეველ მომავალში, არამედ მომენტში აქ და ამჟამად, დადონ კონკრეტული და ხელშესახები შედეგი. დღეის მონაცემებით, მონაწილეების დიდმა ნაწილმა უკვე სრულად ამოიღო პროექტში ინვესტირებული თანხა და პლუსშიც გავიდა [სამი სესიის განმავლობაში].

პროექტის მოკლე მონახაზს თუ მკითხავთ, გიპასუხებთ, რომ - ჩვენ ვიწყებთ ნიშის აღმოჩენით [თანაც მნიშვნელობა არ აქვს, მოქმედი ბიზნემენი ხართ თუ დამწყები] და მივდივართ იუველირული სიზუსტით - საიტები [შეფუთვა], პროდუქტების ხაზი, ტრაფიკი [რეკლამა - უფასო/ფასიანი], კონტენტ სტრატეგია, გაყიდვები [განყოფილების შექმნა], მასშტაბირება [გუნდის შექმნა]... და ეს ყველაფერი სულ რაღაც 45 დღეში.

აქ ადამიანები რამდენიმე დღეში ასწრებენ იმდენის გაკეთებას, რასაც უმრავლესობა წლებს ანდომებს და მაინც ვერ ახერხებს.

ჩვენ შევქმენით ინტელექტუალ ბიზნესმენთა საზოგადოება, სადაც უბრალოდ, შეუძლებელია არ კეთება!

ეს საზოგადოება დიდი ჯანსაღი ორგანიზმივითაა, რომლის მთავარ უპირატესობას არა ცოდნა, არამედ თავად მონაწილეები წარმოადგენენ. წარმოიდგინეთ განსხვავებულად მოაზროვნებიზნესმენთა მჭიდრო კავშირი - საზოგადოება. აქ არიან როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, ისე ახალბედა, დამწყები ბიზნესმენები, რომლებსაც მიუხედავად მრავალი განსხვავებისა, ერთი საკვანძო ფაქტორი აერთიანებთ - ისინი არ ეგუებიან სტატუსკვოს და ამსხვრევენ სტერეოტიპებს.

მონაწილეები დაყოფილი არიან გუნდებად [ხუთი ადამიანი ჯგუფში]. კვირაში ერთხელ გუნდიდან ხდება ერთი ლიდერის შერჩევა. ლიდერის ამოცანაა - მთელი კვირის მანძილზე მართოს გუნდი და დაეხმაროს მათ დავალებების ეფექტურად შესრულებაში. ლიდერი პასუხისმგებელია, თავისი გუნდის, მენტორებთან [ჩვენთან] ეფექტურ და ხარისხიან კოორდინაციაზე. მას აქვს ბერკეტი - ყოველდღიურად, „დღის ქულით“ შეაფასოს თავისი გუნდის წევრები და კვირის ბოლოს, ამ გზით გამოავლინოს ეფექტური და არაეფეტური მონაწილე. ჩვენ კი, მენტორები, ასევე, დღის ქულით ვაფასებთ ლიდერებს. ეს ყველაფერი ხდება ფეისბუქის დახურულ ჯგუფში. კვირაობით კი, ვიკრიბებით ყველა ჩვენთან ოფისში და გავდივართ რამდენიმე საათიან სესიას, სადაც ვარჩევთ განვლილ კვირას და ვგეგმავთ მომდევნოს. მონაწილეები იღებენ კონკრეტულ დავალებებს, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში უნდა შესრულდეს. ვინც არ ასრულებს დავალებებს, ვერ ესწრება და ეთიშება სესიებს, მის გუნდს კი უარყოფითი ქულა ეწერება. ასევე, შუა კვირაში ვხვდებით ლიდერებს და კორექტივები შეგვაქვს მათი გუნდების მოძრაობაში.

მოკლედ, პრაქტიკულ ბიზნეს მოქმედებებთან ერთად, ეს არის კარგი გართობა, თანამოაზრეების შეძენა, მართვის უნარ-ჩვევების შესწავლა და მოწინავე ბიზნეს-მოდელის დანერგვა - საკუთარი პროფესიონალიზმისა და შემოსავლების ზრდისათვის.

მე მიხარია, რომ ჩვენ შევძელით და შევქმენით უანალოგო პროექტი, რომელიც ადამიანებს რეალურ დროში რეალური ცვლილებების მოხდენაში ეხმარება.

მინდა, უდიდესი მადლიერება გამოვხატო ჩემი გუნდის წევრებისა და პროექტის მონაწილეების მიმართ. მეგობრებო, თქვენ ნამდვილი ლიდერები ხართ, რომლებიც რეალურად ცვლით ისტორიას.

 

ირაკლი ბლიაძე:

პირველრიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ  “Business Formula #1”  ანუ BF#1- ეს არის ყველაზე  პრაქტიკული პროექტი, რაც  კი აქამდე საქართველოში შექმნილა დაგანხორციელებულა. პროექტის მიზანია, რეალურ დროში მონაწილეებმა შექმნან რეალური ბიზნესი ან მოახდინონ უკვეარსებულის მასშტაბირება.

რასაც პირველრიგში ვაკეთებთ მონაწილეებთანერთად, ვიგებთმათ A წერტილს, ანუ  რამდენიაქვთ შემოსავალიახლა. შემდეგვსახავთ B წერტილს, ანურამდენზე უნდა  გავიდნენ 45 დღეში დაშემდეგ მოქმედებაში მოგვყავსდეკომპოზიცია, ანუვითვლით საშუალო ჩეკს, ROI-ის, შემდეგ B წერტილს ვყოფთ საშუალო ჩეკზე და  ვიგებთ, რამდენი  გაყიდვაუნდა დავსვათ იმისათვის, რომ გამოვიმუშავოთ Bწერტილი. ამის  შემდეგ  კი  საქმეში შემოდისთანამედროვე  ბიზნეს-სტრატეგია, რომელიც  ასე  გამოიყურება:

ნიშა x პროდუქტი x შეფუთვა x ტრაფიკი x ლიდი x გაყიდვა =  შედეგი

მოხარული  ვარ, რომ ჩვენმა  მონაწილეებმა ეს ყველაფერიკარგადგაითავისეს და დანერგეს.განვლილი 3 სესიისშედეგები შთამბეჭდავია - რამდენიმე სტარტაპერმა უკვე  გამოიმუშავა1700, 1500, 700 ლარი. არის პრეცედენტი:  ერთ-ერთმა მონაწილემ  ამ პროექტის  ფარგლებში გამოიმუშავა 3000 ლარი, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი  მაინც შექმნილი  გარემოა, ანუ  წარმატებული ადამიანების„ტუსოვკა“. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ისინი ამ კვირაში  გეგმავენ, მოაწყონ ექსკურსია ერთმანეთის  ბიზნესებში დაგააანალიზონ ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეები!

მინდა, ყველა მონაწილეს ვუსურვო დასახული მიზნის მიღწევა და საკუთარი საქმიდან მაქსიმალური სიამოვნების მიღება!

ასევე, მაქვს სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც აინტერესებს და სურვილი აქვს, შეისწავლოს თანამედროვე გაყიდვების ალქიმია.გეპატიჟებით უფასო მატერკლასზე, რომელსაც  ჩავატარებთ 11 ივნისს.მასტერკლასზე მოსახვედრად, დაჯავშნეთ თქვენი ადგილი აქ>>http://inteleqtika.biz/sf1

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...