1 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მორიგი სკანდალი - გორში პოლიცია მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა

ჩამოტვირთვა

სამაუწყებლო კომპანია "თრიალეთის" ინფორმაციით, 17 ივნისს ღამის საათებში გორში ნუსხელიშვილის ქუჩაზე სამართალდამცველები არასრულწლოვნებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს ადგილობრივებმა განუცხადეს, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა 14-15 წლის მოზარდებს უთხრეს რომ სახლში შესულიყვნენ წინააღმდეგ შემთხვევაში დაკავებით დაემუქრნენ. პოლიციის თანამშრომლების ეს მიმართვა ახალგაზრდებმა გააპროტესტეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. თვითმხილველების განცხადებით სამართალდამცველები არასრულწლოვნებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ დროს სიტუაციის გასარკვევად მივიდა გოჩა ავლოხაშვილი, რომელსაც თვითმხილველების თქმით პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ დააკავეს.

ჯერჯერობით გორში მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არც ერთ უწყებას გაუვრცელებია."პირველი რადიო" შსს-ს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ საქმე სასამართლოში იყო და პროკურატურისთვის მიგვემართა, თუმცა პროკურატურის პრესსამსახურში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

წყარო - trialeti.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები