0 4 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„m2 თამარაშვილზე“ - კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაგეგმილზე ორთვე-ნახევრით ადრე დასრულდა

24 ივნისი, თბილისი, 2016 - დეველოპერული კომპანია m2  თამარაშვილის ქუჩის N6-ში ახალ საცხოვრებელ კოპლექსს გახსნის. ენერგოეფექტური კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაგეგმილზე ორთვე-ნახევრით ადრე დასრულდა და კომპანია მესაკუთრეთათვის  ბინების გადაცემის პროცესს იწყებს.

 „m² თამარაშვილზე“  270 ბინიანი კომპლექსია, რომელიც ორი ცხრამეტსართულიანი კორპუსისგან შედგება. საცხოვრებელი კომპლექსის არქიტექტურული ხიბლი იმაშია, რომ თითოეულ ბინას  მთლიან ფასადზე გახსნილი ვიტრაჟული კარ-ფანჯარა და აივანი აქვს. პროექტს გამოარჩევს გამწვანებული გარემოც - მრავალწლოვანი ნარგავები და კორპუსების გვერდით სპეციალურად მოწყობილი სკვერი. დამატებითი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის კომპლექსს ეყოლება საკუთარი დაცვის, დასუფთავების და გამწვანების სამსახური, რომელთა მომსახურებაც  ერთი წლის განმავლობაში მობინადრეთათვის უფასო იქნება. ასევე, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, კომპლექსი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, მათ შორის სადარბაზოებში დამონტაჟებული ხანძარმედეგი კარით.

საცხოვრებელი კომპლექსი ენერგოეფექტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მობინადრეები 23%-მდე კომუნალური გადასახადების დაზოგვას შეძლებენ. „m2 თამარაშვილზე“ მესაკუთრეებს  შესაძლებლობა ექნებათ დასრულებულ კომპლექსში პირადაპირ საცხოვრებლად გადავიდნენ, მათი მოთხოვნების შესაბამისად სრულად გარემონტებულ ბინებში. მაცხოვრებლებს სახლში დახვდებათ იტალიური სამზარეულო ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. მშენებლობის ბოლო ეტაპზე თითოეული ბინის მფლობელს საშუალება ჰქონდა თავად შეერჩია ინტერიერის დიზაინი და სარემონტო მასალები.

მნიშვნელოვანია, რომ „m² თამარაშვილზე“  სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. კომპლექსში დამონტაჟებულია ქართული ხმოვანი ლიფტები.

m2-მა ამ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყების შესახებ 2014 წლის 22 ივლისს განაცხადა. უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები კი იმავე წლის აგვისტოში დაიწყო და 22 თვეს გაგრძელდა. პროექტი „m² თამარაშვილზე“ დაფინანსებულია  საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და კანადის მთავრობის მიერ. დაფინანსების საერთო მოცულობამ 14 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 4 მლნ აშშ დოლარი კანადის მთავრობამ  უშუალოდ ენერგოეფექტური მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობის მიზნით გამოყო. გაყიდვების მაღალმა ტემპმა კომპანიას საშუალება მისცა აღნიშნული სესხი ვადაზე ადრე დაეფარა. პროექტის მთლიანმა საინვესტიციო ღირებულებამ 21 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ დროისათვის კომპლექსში ბინების 75% გაყიდულია. „m² თამარაშვილზე“  კომპანიის მიერ განხორციელებული მეხუთე წარმატებული პროექტია.


  -ის შესახებ:

დეველოპერული კომპანიის m² მისიაა, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის შექმნას უკეთესი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი პირობები. m² საქართველოში ამკვიდრებს  ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მას.  m² ეძებს ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.m2.ge   

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...