მსოფლიო
აცანის ეკლესიის წინამძღვარი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
2016-06-26 18:24:21
ლანჩხუთში დაკავებული აცანის ეკლესიის წინამძღვარი, ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები გრძელდება. მამა გაბრიელ კახელიშვილი პოლიციამ მანქანის მართვისას აიყვანა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სასულიერო პირს პატრულის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტი არ დაადასტურეს და განმარტეს, რომ სასულიერო პირმა თვითდაზიანებები მიიყენა.გურიის მეუფის განცხადებით, ის ქვეყანაში არ იმყოფება და ინცინდენტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მიუხედავად ამისა, ის გამორიცხავს, რომ სასულიერო პირს თვითდაზიანებები მიეყენა
კომენტარები