1 4 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ქართული ოცნების" ლიდერების საქმეზე მოსამართლემ 3 ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯა

ჩამოტვირთვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი შოთა ხიზანიშვილი და მას 2 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა პატიმრობის ვადას, ამნისტიის კანონის შესაბამისად, 1,4 ასევე და საპატიმროში გატარებული 2 თვე მოაკლდა. საბოლოო ჯამში ხიზანიშვილს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 4 თვით განესაზღვრა.

ასევე საუბარი იყო მეორე ბრალდებაზე - 182 მუხლზე, რომელიც გულისხმობს გაფლანგვას. ამ მუხლში მოსამართლემ მიიჩნია, რომ შოთა ხიზანიშვილს თანხასთან შემხებლობა არ ექნებოდა და შესაბამისად გაფლანგვის მუხლში ის დამნაშავედ არ ცნო.

შოთა ხიზანიშვილმა სასამართლოს დაწყებამდე განცხადა, რომ განაჩენი იქნებოდა პოლიტიკურად მოტივირებული და მის მიმართ რომელიმე მუხლში აუცილებლად იქნებოდა საპატიმრო სასჯელი გამოყენებული.

"დღეს საზოგადოება იხილავს კიდევ ერთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ეს პროცესი დაახლოებით 4 წელია გრძელდება. მას შემდეგ, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, მას შემდეგ განსაკუთრებით დაჩქარდა ამ პროცესის დასრულება. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით ეს იქნება საპატიმრო სასჯელი და ეს არის დაკავშირებული პირდაპირ იმ პოლიტიკურ დევნასთან, რომელიც ბოლო 4 წელია მიმდინარეობს ჩვენი გუნდის წევრების მიმართ," - განაცხადა შოთა ხიზანიშვილმა.

დღესვე სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ლევან ქარდავასა და ვაჟა ლელუაშვილის მიმართაც. მოსამართლემ მათ 2-2 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, შოთა ხიზანიშვილს, ლევან ქარდავასა და ვაჟა ლელუაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება, კომპიუტერული ვირუსების გზით, ყოფილი ოპოზიციის ლიდერების უკანონო მოსმენები და ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომელ ბესიკ სურმავაზე ზეწოლა ედებათ.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები