რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
|
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ წლევანდელი კონკურსის ფინალისტები დაასახელა. 360 კონკურსანტიდან, რაც „საბას“ არსებობის მანძილზე უპრეცედენტოდ დიდი საკონკურსო სია იყო, ჟიურიმ ფინალურ ეტაპზე 38 წიგნი შეარჩია. ეს არის ფინალისტების ყველაზე მოკლე სია ბოლო წლების განმავლობაში.
ამით დასრულდა ჟიურის მუშაობის პირველი, 5-თვიანი ეტაპი. ფინალისტებიდან მოხდება წლევანდელი გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება სექტემბერში, “საბას” რიგით მე-14 საზეიმო დაჯილდოებაზე. საპრემიო ფონდი 52 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს „საბას“ კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, თიბისი ბანკი გადასცემს.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა და პენ-ცენტრმა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის (ამ შემთხვევაში, 2015 წლის) განმავლობაში გამოცემული საუკეთესო წიგნების გამოვლენა.
წელს „საბა“ 11 ნომინაციაში გაიცემა, მათ შორის, ახალი ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული წიგნი“. გარდა ამისა, ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტი“ წელს მკითხველებიც ჩაერთვებიან და საკუთარ ფავორიტს გამოავლენენ - 4 ივლისიდან მკითხველები თავისი რჩეული დებიუტანტებისთვის ხმის მიცემას 2 თვის განმავლობაში შეძლებენ „საბას“ ვებგვერდსა და ფბ გვერდზე.
წლევანდელი ფინალისტების სია ასეთია:
საუკეთესო რომანი:
თამთა მელაშვილი, “აღმოსავლეთით” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
ზურაბ სამადაშვილი, “მოსალოდნელი მოულოდნელობანი” (გლოსა)
დათო ტურაშვილი, “სხვა ამსტერდამი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
ბექა ქურხული, “სამოთხიდან გაქცეულები” (ინტელექტი)
საუკეთესო პროზაული კრებული:
ნინო თარხნიშვილი, “ნინო's Notes” (ინტელექტი)
ზაალ სამადაშვილი, “იუნკერ ერისთავის ბუცები” (ინტელექტი)
დათო ქარდავა, “ესავის ხელები” (ინტელექტი)
საუკეთესო პოეტური კრებული:
შოთა იათაშვილი, “პოეტური გამოცდილების სიმწარე” (ინტელექტი)
პაატა ნაცვლიშვილი, “ხელოვნური ყვავილები” (უსტარი)
ზვიად რატიანი, “შენთვის შეიძლება“ (დიოგენე)
ბესიკ ხარანაული, “ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს” (ინტელექტი)
(პოეტმა გივი ალხაზიშვილმა თავისი კრებული „ჩემი დღეების მიწა“ მოხსნა კონკურსიდან)
საუკეთესო დებიუტი:
იუნონა გურული, “დიაგნოზი” ( საუნჯე)
ნანა ექვთიმიშვილი, “მსხლების მინდორი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
სალომე მაკარიძე, “ჩვენ” (სიესტა)
საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
შოთა გუჯაბიძე, „ბათომი“ (გაზეთი „ბათუმელები“)
გიორგი კეკელიძე, „ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი“ (არტანუჯი)
შორენა ლებანიძე, „ მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“ (არტანუჯი)
გაგა ნახუცრიშვილი, „სისულელის ტრაქტატი“ (ინტელექტი)
ზაზა ფირალიშვილი, „ირაკლი ფარჯიანი და შეხვედრის მეტაფიზიკა“ (არტანუჯი)
ნინო ჩხიკვიშვილი, „უკანასკნელი ცისფერყანწელი“ (არტანუჯი)
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:
ლექსო დორეული, „წერის თავგადასავალი“ (კალმოსანი)
თამაზ ვასაძე, „20 ქართული მოთხრობა“ (ინტელექტი)
თემურ კობახიძე, „ტომას ელიოტი და მაღალი მოდერნიზმის ლიტერატურული ესთეტიკა“ (უნივერსალი)
საუკეთესო პიესა:
ამ ნომინაციაში ჟიურიმ ვერ შეძლო ფინალისტების შერჩევა. ეს ნიშნავს, რომ წელს საუკეთესო პიესისთვის „საბა“ არ გაიცემა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც პიესის ნომინაციაში ჟიური პრემიას არ გასცემს.
„საბას“ საორგანიზაციო ჯგუფი მიიჩნევს, რომ ასეთი პრეცედენტები გარკვეულწილად ქმნის დრამატურგიის ჟანრის დისკრიმინაციის საფრთხეს, მაგრამ, ამავდროულად, „საბა“ პატივს სცემს და იცავს კონკურსის ჟიურის დამოუკიდებლობას ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, მათ შორის - ამა თუ იმ ნომინაციაში პრემიის არგაცემის საკითხში.
შესაბამისად, წელს პიესის ნომინაცაში ფინალისტების არდასახელებაც არის კონკრეტულად წლევანდელი ჟიურის გადაწყვეტილება, რომელიც განსხვავდება „საბას“ პოზიციისგან, რომ სწორედ პრემიის გაცემით მოხდეს ამ ჟანრის წახალისება.
საუკეთესო ელექტრონული წიგნი:
გოჩა სხილაძე, „უნაპირო მდინარე“ (ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“)
ოთარ ჯირკვალიშვილი, „ლაზარე“(ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“)
გიორგი ლორთქიფანიძე, „სია“(ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“)
ხათუნა ხაბულიანი, „პუბლიკაციები“(ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“)
საუკეთესო თარგმანი:
მიხეილ ანთაძე, ჟოზე სარამაგუს „იესოს სახარება“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
მაია ბადრიძე, ჰერმან ბროხის „მთვარეულები“ (დიოგენე)
ლევან ბერძენიშვილი, ჰომეროსის „ილიადა“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
ნანა გოგოლაშვილი, ტიმურ ვერმესის „ის კვლავ აქ არის“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
გიორგი კახაბერი, ნატო კახაბერი, მარსელ პრუსტის „სოდომი და გომორი“ (არტანუჯი)
ანი კოპალიანი, მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“ (წიგნები ბათუმში)
ქეთი ნიჟარაძე, ედგარ ლი მასტერსის „რჩეული ეპიტაფიები სფუნ რივერის ანთოლოგიიდან“ (ინტელექტი)
ნინო ქაჯაია, ხორხე ლუის ბორხესის „შვიდი საღამო“ (ინტელექტი)
ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის „გვამის შემგინებელი“ (არტანუჯი)
თამარ ჯაფარიძე, ჯონ ფაულზის „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“ (დიოგენე)
გვანცა ჯობავა, ჯონ სტაინბეკის „თაგვებსა და ადამიანებზე“ (არტანუჯი)
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...
გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...
ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...
არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...
შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...
ნატომ ახლავე უნდა დაიწყოს მზადება იმისთვის, რომ მომავალში რუსეთის ფედერაცია დაიშლება. ეს აზრი ფრანგმა გენერალმა, ევროპაში ნატოს ძალების მეთაურის ყოფილმა მოადგილემ, მიშელ იაკოვლეფმა საფრანგეთის საზღვაო...
თეთრი სახლის ოფიციალური პირები ჯო ბაიდენის მოულოდნელ ვიზიტს კიევში – ომის ზონაში მდებარე და მუდმივად თავდასხმის ქვეშ მყოფ ქალაქში აღწერენ როგორც “თანამედროვე დროში უპრეცედენტოს”. ისი...
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი რუს გუბერნატორებს აკრიტიკებს და მოუწოდებს, რომ ომში დაღუპულთა რიცხვი აღარ დაასახელონ. „არ მესმის, როდესაც რეგიონების ლიდერები ყვირიან სპეციალურ სამხედრო ოპერაციაშ...
ძლიერი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან მოხდა. თავდაპირველი ინფორმაციით თურქეთში 76-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეზობელ სირიაში 50-ზე მეტი. თუმცა მსხვერპლთა რიცხვი სტაბილუ...
უკრაინამ ევროკავშირის 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან პირველი ტრანში, 3 მილიარდი ევრო მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს. &bdqu...
თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესში მივიდა. ამერიკელი კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, ზელენსკი დემოკრატებისა და რესპუბლიკელთა ლიდერებს შეხვდა როგორც ...
ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის იდეით გამოდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმაურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. წინადადების თანახმად, ახალმა სასანქციო პაკეტმა უნდა გაითვ...
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხიდის აღდგენილ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა განახლდა. მედიაში ვრცელდება ფოტომასალა, სადაც ჩანს, როგორ ათვალიერებს რუსეთის პრეზიდენტ...
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინას მოუწოდებს, „შეწყვიტოს კონფლიქტი“ და აცხადებს, რომ ახლა ყველაფერი მის ხელშია. "ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ მათ არ სურთ სიკვდილი, მ...
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერობას და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლას არ აპირებს. ჯონსონის განცხადებით, მას საკმარისი მხარდაჭ...
„კამიკაძე-დრონები“ და რაკეტები მთელ უკრაინას ესხმიან თავს. მტერს შეუძლია დაარტყას ჩვენს ქალაქებს, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ...
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ირანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და Twitter-ზე წერს: “შეერთებული შტატები დგას ირანელი ქალებისა და მოქალაქეების გვერდით, რომლებიც შთააგონებენ მსოფლიოს თ...
ბრიტანელი ლიენ ბეტელი, რომელიც ტელფორდში ცხოვრობს, „ფეისბუქზე“ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ღრუბლებში უცნაური გამოსახულება ჩანს. ფოტოს, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებელი ამტკიცებს, რ...
მარტი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები