მსოფლიო
კოტე მარჯანიშვილის თეატრის გასტროლი აჭარაში
2016-07-01 18:37:54
2016 წელს შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წელი გავიდა, ამთარიღს მსოფლიოს ყველა ქვეყანა სხვადასხვა პროექტებით დაიდეებით აღნიშნავს. კოტე მარჯანიშვილის სახელობისსახელმწიფო დრამატული თეატრი ამ დღის აღსანიშნავადმაყურებელს სთავაზობს უილიამ შექსპირის სპექტაკლს - "როგორც გენებოთ“, რომელსაც მიღებული აქვს გარდიანის ხუთი ვარსკვლავი. სპექტაკლის შესახებ არაერთმაცნობილმა კრიტიკოსმა დაწერა დადებითი რეცენზია.
მარჯანიშვილის თეატრმა გადაწყვიტა წარმატებული სპექტაკლით შემოიაროს დასავლეთ-აღმოსავლეთსაქართველო და სამცხე ჯავახეთი.
პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და 2016 წლის 1 ივლისს ქობულეთის კულტურის სახლში გაიმრთა მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი "როგორც გენებოთ“, ხოლო 3 ივლისს 19:00 საათზე სპექტაკლი გაიმართება ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
კომენტარები