მსოფლიო
"საბედისწერო აღმოჩნდა მათთვის ეს დასვენება " - შემზარავ ავარიას ახალგაზრდა ცოლ-ქმრის და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა
2016-07-22 10:57:00
21 ივლისს, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გარდაიცვალა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრების მორაგბეები მერაბ კვირიკაშვილი , გიორგი ლომინაძე და მათი მეუღლეები. გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე. როგორც ოჯახის ახლობელმა გვითხრა, ისინი ბათუმში ისვენებდნენ და ამ საბედისწერო დღეს უკან ბრუნდებოდნენ.
გარდაცვლილ ცოლ-ქმარს ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა
კომენტარები