1 2 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს რეგიონებში "ფონდი ნატახტარის" საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

26 ივლისიდან „ფონდი ნატახტარი“ საქართველოს რეგიონის მასშტაბით,  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში საინფორმაციო-საანგარიშო შეხვედრებს მართავს. ქუთაისის შემდეგ  შეხვედრა ბათუმშიდემოკრატიული ჩართულობის ცენტრშიშედგა. შეხვედრაზე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებს, აჭარის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების სოციალური სამსახურების თანამშრომლებსა და მედიას   კომპანია „ნატახტარისა“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“  წარმომადგენლებმა „ფონდი ნატახტარისა“და ასოციაციის საქმიანობა და პროექტის „იზრუნე მომავალზე“ სპეციფიკა გააცნეს.

"ფონდმა ნატახტარმა" სტუმრებს პროექტის "იზრუნე მომავალზე" ფარგლებში მზრუნველობამოკლებული მოზარდების პროფესიული მომზადების,  განათლებისა და დასაქმების კუთხით გაწეული საქმიანობის ხუთწლიანი დეტალური ანგარიში წარუდგინა. საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში 5 წლის მანძილზე ფონდში 587 857 ლარი შეგროვდა. აღნიშნული თანხა "ნატახტარის“ ლიმონათის თითოეული გაყიდული ბოთლიდან (შეფუთვის მიხედვით) 1,3 და 5 თეთრის მობილიზებით შეგროვდა. აღნიშნული თანხიდან 200-ზე მეტ მოზარდს  სხვადასხვა ტიპის მომსახურება გაეწია, რათა მათ მომავალში ადვილად შეძლონ დასაქმება.

მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ბათუმის შემდეგ ზუგდიდში,მარნეულში, თელავში,გორსა და ახალციხეშიც გაიმართება, რომელიც 30 ივლისს დასრულდება.

კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა „ფონდი ნატახტარი“ და  დაიწყო საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“ განხორციელება. ყოველი წელს, 3 თვის განმავლობაში „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხება 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად).  5 წლის განმავლობაში ფონდში შეგროვდა 587857 ლარი და 200-ზე მეტ მოზარდს გაეწ სხვადასხვა ტიპის მომსახურება განათლებისა და დასაქმების კუთხით. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...