1 6 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პროფესორი ალეკო ცინცაძე: საქართველოს ტერიტორიაზე ანბანური წერის კულტურა მინიმუმ ძვ.წ.აღ. მე-10 საუკუნეში ფიქსირდება!

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალიკო ცინცაძე ჯერ კიდევ 5 წლის წინათ მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ანბანური წერის კულტურა მინიმუმ ძვ.წ.აღ. მე-10 საუკუნეში ფიქსირდება („მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა“, 2010, 2013). როგორც ბატონი ალიკო აცხადებს ეს მან ბიბლიის დაშიფვრის მეთოდზე - ე.წ. ჰემატრიაზე დაყრდნობით დაასკვნა.

აქამდე ანბანთან დაკავშირებით ყველაზე თამამი პროგნოზი ივანე ჯავახიშვილს ეკუთვნოდა, რომელიც ალფავიტური წერის კულტურას ძვ.წ.აღ. მე-7 საუკუნეს მიაკუთვნებდა. გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი წარწერის ამერიკული საექსპერტო დასკვნის მიხედვით კი ანბანი მე-11 საუკუნის დამლევისა და მე-10 საუკუნის დასაწყისის ძეგლი აღმოჩნდა. ეს ფაქტი მთლიანად ცვლის ანბანმცოდნეობის ისტორიას და ქართული ანბანის პირველადობის საკითხს აყენებს.

ალიკო ცინცაძე თვლის, რომ გრაკლიანში ქართული ანბანური სისტემის ერთ-ერთი ვერსია იქნება წარმოდგენილი, გრაფიკა ამ თვალსაზრისით მეორადია და მისი დაზუსტება და კორექტირება ქრისტიანობის შემოტანის შემდეგაც შეიძლებოდა. მთავარია, რომ ალფავიტური წერის კულტურის არტეფაქტი სახეზეა.

აღმოჩენილი არტრეფაქტი აჩვენებს, რომ ქართულ ანბანს პირველადობის ყველა თვისება აქვს. ძველ ქართულში ქურუმთა ფარული ენის ნაშთების არსებობა, რეალობაა. დასკვნისთვის გამოყენებული მეთოდი, რადგან ჰემატრიაა - ე.ი. ძველ ქართულს ბიბლიის დამწერი ხალხის ნიშანი აღმოაჩნდა. ეტიმოლოგიურად გრაკალი კარგადაა შესწავლილი. იგი გრაალის თასს უკავშირდება. ეტყობა გრაკლიანში მიგნებული ტაძარი უდიდესი სარწმუნოებრივი მნიშვნელობისა იყო. ერთ-ერთი ვერსიით სიტყვა გრაალიც აქედან მოდის. თანაც სწორედ გრაკალტან მოიპოვებოდა იასპის სისხლისფერი ქვა, რომელშიც არიმათიელმა მაცხოვრის სისხლი შეაგროვა. გრაალის თასი საიდუმლო სერობის სუფრაზე იდგა, შემდეგ იგი უკვდავების სიმბოლოსთან გააიგივეს, მაგრამ ეს მაინც შუასაუკუნეებია. სწორედ ამ დროიდან ჩნდება სარწმუნოებაში გრაალის ფენომენი. თუმცა სხვას ამბობს სიტყვის ჰემატრიული ანალიზი. იგი ადასტურებს აქ მზე ღმერთის ტაძრისა და ქურუმთა სამლოცველოს არსებობას. ახლა ეს ისედაც ფაქტია, მაგრამ ხომ ამოწმებს მეთოდის ეფექტურობას?! ეტობა ეს ტოპონიმიც ჰემატრიულადაა შექმნილი. ეს უკვე ნიშნავს, რომ იმ პერიოდში ქართული ერთიანი ანბანური სისტემა უკვე ჩამოყალიბებულია. სწორედ ამაზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ იგი მიკვლეული იქნება. თუმცა ამ ჰემატრიულმა ანალიზმაც ისე ცხადად აჩვენა მისი არსებობა, ალბათურად სხვა ვარიანტი არც რჩება“ - აცხადებს ბატონი ალიკო და იქვე დასძენს - დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ რაც არ უნდა ეწეროს სამსხვერპლოზე, როგორიც არ უნდა იყოს გრაფიკა, ამ დროს ქართულ ანბანურ სისტემას დასრულებული სახე აქვს. აი, დასკვნა, რომელსაც ვერცერთი საექტსპერტო პიურო ვერ მოგცემთ, თუ ქართულ ჰემატრიას არ გამოიყენებს.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...