1 2 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

22 წლის ბიჭს მშობლები პატარა ბავშვივით უვლიან

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ 22 წლის ზურაბ გველესიანს გაგაცნობთ. ზურას თანატოლებმა უკვე ცხოვრება მოიწყვეს, ზოგმა ოჯახი შექმნა, შვილები ჰყავთ... მას კი არ გაუმართლა, იგი ბავშვთა ცერებრალური დამბლით დაიბადა და დაბადებიდან ამ მძიმე სენს ებრძვის მთელი ოჯახი.

ეს მძიმე გამოცდაა, როგორც ბავშვისთვის, ასევე მისი მშობლებისთვის. ამ დაავადებასთან საბრძოლველად დიდი ძალისხმევა და ხარჯებია საჭირო, ზურას მშობლებმა კი უკვე ყველა რესურსი ამოწურეს. https://fsp.ge/ge/projects/143-zuragvelesiani/

ასეთ ოჯახებს ხშირად ტოვებენ მამები – ვერ უძლებენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მაგრამ გველესიანების ოჯახი, ზურას დაბადებამ უფრო გააძლიერა. დედა და მამა ერთნაირად ზრუნავენ თავის შვილზე.

მშობლები ზურას უკვე 22 წელი უვლიან და ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მისი მდგომარეობა გააუმჯობესონ. მშობლებისთვის ის ისევ პატარა ბავშვად რჩება, რომელსაც დამოუკიდებლად არაფრის კეთება არ შეუძლია.

მისი დაბანა, ჩაცმა და გამოცვლა, მშობლებს მხოლოდ ერთად შეუძლიათ, რადგან ზურა უკვე დიდია, ხოლო დედა და მამა ახალგაზრდები აღარ არიან... მათ უკვე ძალა აღარ აქვთ გაუმკლავდნენ პრობლემებს, მათ თავად სჭირდებათ დახმარება.

ზურას არ გააჩნია ღეჭვითი რეფლექსი და დედას უხდება ჩანგლით დაჭყლეტილი საჭმელი აჭამოს შვილს. სადილი, ორი პური და ბოსტნეულის წვნიანი, სოციალური სასადილოდან მოაქვთ. მათთვის ეს დიდი შეღავათია, რადგან პროდუქტების საყიდლად ფული არ რჩებათ. მთელი პენსია ზურას წამლებში იხარჯება.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ოჯახისთვის? როგორ დავუჭიროთ მხარი მძიმე სენით დაავადებულ ახალგაზრდა ბიჭს და მის მშობლებს?

ფონდი “სოციალური პარტნიორობა“ გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ამ ოჯახის ისტორია. ნებისმიერი სახის დახმარება (პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები) მათ მძიმე ყოფას შეუმსუბუქებს და მომავლის იმედს ჩაუსახავენ.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000    (დანიშნულება: ზურაბ გველესიანი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/143/

ერთი ადამიანის ცხოვრების შეცვლით, თქვენ უკეთესობისკენ ცვლით მსოფლიოს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...