1 8 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას განაგრძობს,ჯგუფმა 350 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ევროობლიგაციები განათავსა

საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეო“ (Investment Group BGEO) დღეს მედიას განხორციელებული საინვესტიციო სიახლეები და სამომავლო გეგმები წარუდგინა. ჯგუფმა „ბიჯეო“ რომელიც საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა, წარმატებით განათავსა 350 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ევროობლიგაციები. ეს არის საქართველოდან კერძო კომპანიის მიერ განხორციელებული პირველი ყველაზე გრძელვადიანი ევროობლიგაციების განთავსება. მოზიდული ფინანსური რესურსის ინვესტირებას „ბიჯეო“ ქართული კომპანიების განვითარებაში მოახდენს.

"მოხარული ვარ, რომ ჯგუფი აქტიურად განაგრძობს ინვესტიციების მოზიდვას და 2004 წლიდან დღემდე ჯამში 8 მილიარდ ლარზე მეტი უცხოური საინვესტიციო კაპიტალი გვაქვს მოზიდული. მოზიდული ფინანსური რესურსის ინვესტირებას ქართულ კომპანიებში ვახორციელებთ. საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და სტაბილურობისათვის მნიშვნელოვანია, ქართული კომპანიების გაფართოვება, განვითარება, მართვის დასავლური სტანდარტების შესაბამისად და სამომავლოდ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლა. ჩვენი გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მართვის დასავლური სტანდარტი, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვას შევძლებთ“, განაცხადა საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეო“-ს გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.

საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეო“-ს მიერ განთავსებული ევროობლიგაციები 7 წლიანია, 2023 წლამდე ვადით და 6.0% წლიური საპროცენტო განაკვეთით. ჯგუფისათვის კი ეს რიგით მესამე ევროობლიგაციების განთავსებაა: 2007 წელს ჯგუფმა 200 მილიონი აშშ დოლარის, ხოლო 2012 წელს 400 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა.  ევროობლიგაციების განთავსების პროცესს უხელმძღვანელა ბანქ ოფ ამერიკა მერილ-ლინჩმა (BofA Merrill Lynch) და ჯეიპი-მორგანმა (J.P. Morgan), გალტ ენდ თაგარტთან ერთად, რომელიც განთავსების თანახელმძღვანელი იყო. გამოშვებულ ობლიგაციებს ფიჩმა (Fitch) და მუდისმა (Moody's) BB- და B1 საკრედიტო რეიტინგი მიანიჭეს. ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

ბიჯეო-ს შესახებ:

„ბიჯეო“ ქართული საინვესტიციო ჯგუფია, რომელმაც 2004 წლიდან დღემდე ჯამში 8 მილიარდ ლარზე მეტი უცხოური საინვესტიციო კაპიტალი მოიზიდა. მოზიდული კაპიტალის ინვესტირებას „ბიჯეო“ სამშენებლო, ჯანდაცვის, საინვესტიციო, სადაზღვევო, საბანკო, ჰიდრო და სხვა წარმატებულ ქართულ ბიზნესში ახორციელებს. „ბიჯეო“-ს საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები ფლობენ. ჯგუფის 94% აქციონერები არიან მსოფლიოში წარმატებული ფინანსური ინსტიტუტები: Shroders Investment Management, Harding Loevner, Westwood International Advisors, Artemis Investment Management და სხვა. ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭო შედგება მსოფლიოს წამყვან კომპანიებში მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე, დამოუკიდებელი დირექტორებისგან.

დამატებითი ინფორმაცია საინვესტიციო ჯგუფის შესახებ იხილეთ: http://bgeo.com/

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...