1 7 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Global Finance-მა თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance-მა თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკი ზედიზედ უკვე მეხუთედ  დაასახელა საქართველოში წლის საუკეთესო სერვისად ფიზიკური პირებისთვის, ხოლო ზედიზედ მეოთხედ  კორპორატიული სეგმენტისთვის. გარდა ამისა, თიბისი ბანკის იურიდიული პირების ინტერნეტბანკი აღიარეს წლის საუკეთესო ინტეგრირებულ ვებგვერდად აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.

გამარჯვებულები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოვლინდნენ: ინტერნეტ და მობაილბანკისმომხმარებლების რაოდენობა, მომსახურების ხარისხი, შეთავაზებული სერვისების მრავალფეროვნება, ელექტრონული სერვისებით სარგებლობისას მიღებული უპირატესობები, ასევე ინტერნეტ და მობაილბანკისდიზაინი და ფუნქციონალი.

“თიბისი ბანკმა ამ სფეროში საერთაშორისო მასშტაბის აღიარება არაერთხელ მოიპოვა, რაც ჩვენთვის საამაყოა. Global Finance-ის ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის მომსახურება ლიდერია საქართველოსა და რეგიონში,“- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

“მსოფლიოში ყველაზე წარმატებული საცალო და კორპორატიული ბანკები ისინი არიან, რომლებიც ეფექტურად ტრანსფორმირდნენ სრულად ინტეგრირებულ ციფრულ ბანკებად. წლევანდელი დაჯილდოების გამარჯვებულ ბანკებს ესმით, რომ კორპორატიული და საცალო სეგმენტების კლიენტები ფინანსური პარტნიორებისგან მოელიან ადვილად ხელმისაწვდომ ფინანსურ პროდუქტებს და ისეთ ინსტრუმენტებს, რომლებიც სრულად ინტეგრირებულია მათ  ციფრულ ცხოვრებაში,“ -განაცხადა  ჯოსეფ გარაპუტომ, Global Finance-ის გამომცემელმა და სარედაქციო დირექტორმა.

Global Finance უკვე 17 წელია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო მომსახურებას ინტერნეტ და მობაილბანკის  სფეროში.  ჟურნალი  რეგულარულად არჩევს სუკეთესო შედეგების მქონე ბანკებს და ფინანსური სერვისების სხვა მომწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის ეს ჯილდოები  შედეგების შეფასების სანდო სტანდარტია.

Global Finance 1987 წლიდან გამოდის და  მას  მსოფლიოს 190  ქვეყანაში კითხულობენ. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...