1 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გრიგოლ ლილუაშვილი ხონსა და ვანში ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდა

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს’’ ვანისა და ხონის  გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველტან შეხვედრებს განაგრძობს. გრიგოლ ლილუაშვილი ხონსა და ვანში ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდა.  შეხვედრაზე ისაუბრეს  იმ საკანონმდებლო ხარვეზებზე, რომელიც  ხე-ტყის  დამუშავებას და რეალიზაციას ართულებს. შეხვედრის  ბოლოს დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებთან ერთად ვანში მდინარე რიონის  სანაპირო  დაათვალიერეს, რომლის  კალაპოტიც  ინერტული  მასალის  მოპოვების შედეგად შეიცვალა და სოფლის სამეურნეო მიწებს  იტაცებს.  საკითხთან  დაკავშირებით  დაისახა  გეგმები, რომელიც  შესაბამისი  პროცედურების გავლის  შემდეგ  დაიწყება.

„ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნისას არა ერთი  კანონი იქნა  მიღებული რომლის  საშუალებითაც ქვეყანაში მცირე მეწარმეობის  განვითარების  მხრივ მკვეთრად გაუმჯობესდა სიტუაცია, მანდატის მოპოვების შემთხვევაში ყველაფერს  გავაკეთებ იმისთვის, რომ მოგვარდეს  ის  საკანონმდებლო ხარვეზები, რომლებიც მცირე მეწარმეობის  განვითარებას აბრკოლებს.“-განაცხადა ვანისა და ხონის დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა.  ხონსა და ვანში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე პაატა ბატიაშვილი ესწრებოდა. დღესვე გრიგოლ  ლილუაშვილი სოფელ  სალხინოს მე-14-ე და 30-ე სარჩევნო უბნის მცხოვრებლებს შეხვდა.

ადგილობრივებმა  კანდიდატთან იმ საკითხებზე ისაუბრეს,რომელიც სოფლის  მეურნეობის განვითარებისთვის არის  მნიშვნელოვანი.

“მოქმედმა  ხელისუფლებამ სოფლის  მეურნეობა  ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად გამოაცხადა, გაიცა რამდენიმე მილიონი  ლარის აგრო სესხები რაც  სოფლის  მეურნეობაზე  სამომავლოდ  დადებითად აისახება, ასე გაგრძელდება  მანამ ვიდერე  სოფელი არ გახდება ძლიერი  და სოფლის  მეურნეობა არ იქნება მომგებიანი მოსახლეობისთვის.“-განაცხადა  გრიგოლ ლილუაშვილმა სოფელ სალხინოში მე-14-ე და 30-ე საარჩევნო უბნებში გამართულ შეხვედრაზე.

(R)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...