0 3 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი კვირიკაშვილმა მესტიის მოსახლეობას სვანეთის გაერთიანებული ოლქების კანდიდატი წარუდგინა

მოსახლეობასთან შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა რა უნდა გაკეთდეს, რომ სვანეთიტურისტებისთვის კიდევ უფრო მომხიბვლელი გახდეს და განვითარდეს შიდა ტურიზმი.

"ჩვენ ვართ ის გუნდი, ის მთავრობა, რომელსაც არასოდეს გაუთელავს ფეხქვეშ ჩვენი მოქალაქეების ღირსება, რომელიც ყველა ნაბიჯსმხოლოდ ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის სიყვარულითა და პატივისცემით დგამდა ამ წლების განმავლობაში" , - ამ სიტყვებითმიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგიკვირიკაშვილმა მესტიის მოსახლეობას, რომელსაც სვანეთის გაერთიანებული ოლქების კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარუდგინა.

"სამწუხაროდ, ბევრ უცხოელს ნანახი აქვს სვანეთი, ხოლო საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას - არა. ძალიან მნიშვნელოვანია,ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა მოხუცებმა მოინახულონ, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ეს ულამაზესი კუთხე. ჩვენ გვაქვსგეგმა, როგორ განვავითაროთ სპორტსკოლები ზამთრის სპორტის სახეობებისთვის. აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ტრადიციულიგაზაფხულის არდადეგები, რათა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს დასვენება სვანეთში და გავზარდოთ ჯანმრთელი მომავალითაობა. გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა თეთნულდის ტურისტული კომპლექსის განვითარებისთვის. იქ სერიოზულ ფინანსურრესურსებზეა საუბარი, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან, რათა აუცილებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნას. აუცილებლად უნდააშენდეს დამატებითი საბაგირო იმისთვის, რომ მესტიიდან შესაძლებელი იყოს ჰაწვალის საბაგიროთი ასვლა, რათა მოთხილამურეებსმესტიაში საბაგიროთი სარგებლობა გავუადვილოთ" , - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე აშენდება გზა ქუთაისიდან მულახის მიმართულებით, გვირაბების გავლით და უშგულზეგადამავალი ზაფხულის გზას.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ყველაფერი აბსოლუტური რეალობაა და ამისთვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთანინტენსიური მუშაობა და  რეალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ასევე, 

გარემონტდება ჯვარი-მესტიის გზა, რაც აუცილებელია, რათა შავი ზღვისპირეთიდან ამომავალმა ტურისტმა კომფორტული გზითისარგებლოს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სვანეთში თითოეულ ოჯახში ამოვიდეს კეთილდღეობა, თითოეულმა ოჯახმაიგრძნოს ის ნაბიჯები, რომლებსაც ვახორციელებთ. დამატებით შეღავათია მთის კანონი, რომელზეც ბევრი იშრომეს ამ კუთხისშვილებმა, რომლებიც მთის კომისიის მუშაობაში ძალიან აქტიურად საქმიანობდნენ" , - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ დიდიყურადღება დაეთმო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს - ჯანდაცვას და სოციალურ მიმართულებას, რაზეც საქართველოსბიუჯეტის მესამედზე მეტი - 3 მილიარდი ლარი იხარჯება.

"ეს იყო უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის, ვინაიდან, თუ არ გვეყოლება ჯანმრთელი მოსახლეობა და ადამიანს, საკუთარი ოჯახის წევრისჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, უკანასკნელ ქონებაზე ხელის აღება მოუწევს, მაშინ არაფერს აქვს ფასი. ძალიან დიდი რესურსიდაიხარჯა სოფლის მეურნეობაზე - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, არც ერთ მთავრობას ამხელაყურადღება არ დაუთმია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. დღეს, ბავშვებისთვის აღარ არის საჭირო, სოფლიდან სოფელშისკოლაში ფეხით სიარული, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამაზეც დიდი რესურსი გამოვყავით. ჩვენ შევქმენით „სოლიდარობისფონდი“, რომელშიც უამრავი ადამიანი საკუთარი სურვილით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, დამატებით, რასაც სახელმწიფოგაიღებს ჯანდაცვისთვის, აგროვებს რესურსს, რომ ძალიან რთულ დაავადებებზე, რომელთა მკურნალობა საქართველოში ვერხერხდება, ჩვენს ბავშვებს ვუმკურნალოთ უცხოეთში. ეს ყველაფერი იმისთვის გავაკეთეთ, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის გვეჩვენებინასითბო, მეტი სიყვარული, რადგან 2011 წელს ამის საჭიროება ძალიან მძაფრად იგრძნობოდა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში თვისობრივად განსხვავებული საარჩევნო გარემოა, განსხვავებული აზრი არ იდევნება,სატელევიზიო ეთერში ხშირად ისმის არცთუ სამართლიანი კრიტიკა, მაგრამ ეს არის ის სინამდვილე, რომელიც "ქართულ ოცნებას"მოსწონს და რომლითაც აპირებს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრების გაგრძელებას. მთავრობის მეთაურის შეფასებით,მთავარი მიღწევაა ის, რომ ადამიანის ღირსება დღეს უზენაესი და დაფასებულია.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა ამაყია, მაგრამ არა - თვითკმაყოფილი, ხედავს შეცდომებსაც, თუმცა მოსახლეობასსთავაზობს კონკრეტულ ნაბიჯებზე დაფუძნებულ ახალ გეგმას, რომლის მიზანია, საქართველოში ყველა ოჯახმა იგრძნოს ისკეთილდღეობა, რომლის შექმნის მყარი საფუძველი უკვე ჩაყრილია.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სვანეთს პარლამენტში წარმომადგენელიპროპორციული სიითაც ეყოლება. 

მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ განხორციელებული ცვლილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მათემატიკურირაოდენობით დაყოფას გულისხმობს, სამართლიანი არ არის და აუცილებელია, კუთხეებს საკუთარი წარმომადგენლობა ჰყავდეთ.

მესტიის მოსახლეობასთან სიტყვის გამოსვლისას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ პრემიერ-მინისტრსა და"ქართული ოცნების" გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთის კეთილდღობა საქართველოსსიძლიერეა.

"მე დღეს ერთ-ერთი თქვენთაგანი ვარ. თქვენი ოჯახის მეგობარი და თქვენი ინტერესების დამცველი. მსურს ჩემი ცოდნა, უნარი დაწლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება გამოვიყენო იმისთვის, რათა თქვენ იგრძნოთ უკეთესობა, თითოეულითქგვენგანის ოჯახმა მიიღოს კეთილდღეობა. 

ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა შევქმნათ თანამედროვე გარემო, შევქმნათ სამუშაო ადგილები, შევაჩეროთ მიგრაციის პროცესი,განვავითაროთ ტურიზმი, მეცხოველეობა, გონივრულად ავითვისოთ ჰიდრორესურსი, გადავწყვიტოთ სოციალური პრობლემები, რაცკეთილდღობისა და წარმატებული ყოფა-ცხოვრების მომტანი იქნება. 

უნდა გვახსოვდეს, რომ მთის კეთილდღობა საქართველოს სიძლიერეა. როგორც იცით, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი ერთ ოლქადგაერთიანდა, თუმცა, ღელვის საფუძველი არ გაქვთ, რადგან, როგორც პრემიერმა განაცხადა, პარტიულ სიაში თქვენ გეყოლებათწარმომადგენელი. ეს უფრო დიდი შედეგის მომტანი იქნება, ვინაიდან, ერთდროულად ორი გულშემატკივარი გეყოლებათსაქართველოს პარლამენტში" , -განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

(R)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...