მსოფლიო
"ქართული ოცნების" ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიას იწყებს
2016-08-26 11:32:43
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი საარჩევნო კამპანიას იწყებს. 26 აგვისტოს 18:30 საათზე მიხეილ ყაველაშვილი ამომრჩეველს შეხვდება და სამომავლო გეგმებს გააცნობს. შეხვედრას "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საპარლამენტო გუნდის ახალი სახეები და პოლიტსაბჭოს წევრებიც დაესწრებიან. მისამართი : არბოს ქუჩა #2, მეტრო ღრმაღელესთან. (რ)
კომენტარები