0 3 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გრიგოლ ლილუაშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრები ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართა

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილმა წინა საარჩევნო შეხვედრები ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართა. კანდიდატმა ქუტირის, გვაზაურის, გოჩა ჯიხაიშისა და პატარა ჯიხაიშის მოსახლეობასთან ქართული ოცნების უკვე შესრულებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა პასუხი იმ კითხვებზეც მიიღეს, რომელიც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. მოსახლეობამ განსაკუთრებული ყურადღება ხვნა-თესვის პროგრამაზე გაამახვილა, მათი სურვილია სახელმწიფომ პროექტი არ შეაჩეროს და აღნიშნული სერვისით მომავალშიც ისარგებლონ. -„ოთხი წლის მანძილზე ქართული ოცნების ხელისუფლებამ რამდენიმე ისეთი პროექტი განახორციელა, რომელიც მოსახლეობაზე იყო ორიენტირებული: სასოფლო სამეურნეო პროგრამები, საყოველთაო ჯანდაცვა და უფასო სახელმძღვანელოები, ეს ის პროგრამებია, რომელიც სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას რაც თავისთავად ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს, ყველა პროექტი რომელიც ხალხის სასიკეთოდაა შექმნილი გაგრძელდება და კიდევ უფრო დაიხვეწება.“-განაცხადა „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა. (რ)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...