1 1 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აუდიო-ვიდეო ინსტალაცია „ცხრაწყარო“ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოიფინა

თიბისი ბანკისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თანამედროვე ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი აუდიო-ვიდეო ინსტალაციის „ცხრაწყარო - ერთი ექსპონატის ინსტალაცია“ პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, მუსიკოსმა დიმიტრი დადიანმა და ვენაში მოღვაწე ქართველმა ვიდეოარტისტმა თათია სხირტლაძემ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციაში დაცული უნიკალური კუბისტური ტილოს,  1920-იანი წლების დადაისტი მხატვრის, ბენო გორდეზიანის „ცხრაწყაროს“ ინსპირაციით ერთობლივად შექმნეს აუდიო-ვიდეო ინსტალაცია. თანამედროვე ხელოვანების ნამუშევარი  ონის მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში დაიდებს ბინას.

ბენო გორდეზიანი ქართული მოდერნიზმის წარმომადგენელია. ამ პერიოდში აღმოცენდა კუბისტურ-დადაისტური მიმდინარეობა ევროპაში და მის ერთ-ერთ ძლიერ კერას სწორედ თბილისი და აქ მოღვაწე ხელოვანები წარმოადგენდნენ. ბენო გორდეზიანის შემოქმედება საზოგადოებისთვის კარგად  ცნობილი არ არის. მის სახელოსნოში გაჩენილი ხანძრის შედეგად მხატვრის კოლექცია განადგურდა, შემორჩენილია მხოლოდ ორი ნამუშევარი, რომელიც ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

 

დღესდღეობით საქართველოს რეგიონალური მუზეუმები განახლებას საჭიროებს. მათ რიცხვშია ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომლის შენობა რაჭის მიწისძვრის შემდეგ ავარიულ მდგომარეობაში ომყოფება.  თიბისი ბანკის მხარდაჭერით ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მალე  ახალ შენობაში განთავსდება. ბანკის ინიციატივით, ქართველმა არქიტექტორებმა (კომპანიამ architects.ge) უკვე შექმნეს თანამედროვე სტანდარტებითა და  ტექნოლოგიებით აღჭურვილი მუზეუმის პროექტი. მშენებლობა  სავარაუდოდ 2 წელიწადში დასრულდება და ონის   მხარეთმცოდნეობის  მუზეუმში დაცული მდიდარი კოლექცია ახალ საგამოფენო სივრცესა და საცავებში განთავსდება.

 

მუზეუმის პოპულარიზაციისთვის აუცილებელია სხვადასხვა ეფექტური აქტივობის დაგეგვმა, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებასა და მის გამოცოცხლებასთან პირდაპირ კავშირშია. ამასთანავე, რეგიონალური მუზეუმები მოწყვეტილია თანამედროვე ხელოვნებას: მათი ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური მასალისა და უმეტესწილად საბჭოთა ვიზუალური ხელოვნების კოლექციების გვერდით არ ფიგურირებს თანამედროვე ხელოვნებასა თუ ახალ სახელოვნებო ტექნოლოგიებში შესრულებული ნამუშევრები. გარდა ამისა, რეგიონალურ მუზეუმებთან ნაკლებადთანამშრომლობენ თანამედროვე არტისტები.

დიმიტრი დადიანისა და თათია სხირტლაძის პროექტი რეგიონალურ მუზეუმში თანამედროვე არტის შეტანის პირველი მცდელობაა და მის მიზანს ერთი ექსპონატის გამოყენებით მუზეუმის რებრენდინგის  ჩვენება წარმოადგენს.

აუდიო-ვიდეო ინსტალაციისა და “ცხრაწყაროს“ ორიგინალის გამოფენის გარდა, პროექტში მონაწილე არტისტებმა მოდერნიზმისა და ნამუშევრის შექმნის ისტორიის შესახებ წაიკითხეს ლექციები და ჩაატარეს ვიდეოარტისა და ელექტრონული მუსიკის მასტერკლასები.

„ცხრაწყარო - ერთი ექსპონატის ინსტალაცია“ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის მედეა სირბილაძის ხსოვნას მიეძღვნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...