2 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"კნუტ ფლეკენშტაინი საქართველოს ნამდვილი მეგობარი და მხარდამჭერია"

საქართველოს ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტეინი ეწვია. ის საქართველოს ვიცე-პრემიერს შეხვდა. როგორც კახა კალაძემ ერთობლივ პრენკონფერენციაზე აღნიშნა, კნუტ ფლეკენშტაინი საქართველოს ნამდვილი მეგობარი და მხარდამჭერია. "მოგესალმებით, დღეს საქართველოს სტუმრობს ევროპულისოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტაინი,რომელიც ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი და მხარდამჭერია.
ევროპელისოციალისტების პარტია პარტია „ქართული ოცნების“ პარტნიორია და ჩვენთვისძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა. სამომავლოდ ამ ურთიერთობებისკიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ, რაც კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ჩვენსქვეყანას ევროპასთან დაახლოების გზაზე. თქვენ იცით, რომ ჩვენ ბოლო წლებისგანმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ დადარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენევროპაში მოგზაურობას ვიზების გარეშე და ამ მიმართულებით მინდა კიდევერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სოციალისტებსა და დემოკრატებსმხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე გვექნება იმისშესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვიზების გარეშე იმოგზაურებენევროპულ ქვეყნებში.
ბატონ ფლეკენშტაინს ექნება შესაძლებლობა დღისგანმავლობაში გამართოს სხვადასხვა შეხვედრები, დააკვირდეს საარჩევნოპროცესის მიმდინარეობას და თავად შეაფასოს საარჩევნო გარემო. როგორცყველასთვის ცნობილია, ჩვენ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზეთავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ჩვენ გვაქვს იმის პრეტენზია, რომსაქართველოში ყველას მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ჩაატაროსმშვიდ გარემოში, თავისუფალ გარემოში ყველანაირი ზეწოლის, ყველანაირიხელშეშლის გარეშე.
ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტსეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ გააცნოს თავიანთი ხედვები ქვეყნისგანვითარებისა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და თავად საქართველოსმოქალაქეებმა არჩევნების გზით მიიღონ გადაწყვეტილება, როგორც ეს ევროპულ,ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნისხელისუფლებაში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მეგობრები ქვეყანაში მიმდინარედემოკრატიულ პროცესებს ხედავენ, სათანადოდ აფასებენ და აფიქსირებენთავიანთ მხარდაჭერას. მე კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდაგადავუხადო ბატონ კნუტ ფლეკენშტაინს" - განაცხადა კახა კალაძემ.(R)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...