1 8 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის გარემო არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე წლების წინ - ფლეკენშტეინი

ევროპარლამენტის სოციალისტებსა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი "ქართული ოცნების" საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებს შეხვდა. ევროპარლამენტის სოციალისტებსა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი, კნუტ ფლეკენშტეინი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებს, გიორგი ვოლსკის, ზვიად კვაჭანტირაძესა და გია ჟორჟოლიანს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემები საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეფასება იყო. "ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა პარტიის წევრებთან, მათ ვესაუბრეთ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ და მინდა წარმატებები ვუსურვო მომავალ არჩევნებში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის გარემო არის გაცილებით უკეთესი ვიდრე წლების წინ იყო" , - განაცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა. "ჩვენ შევთანხმდით დეტალებზე, როგორ უნდა ითანამშრომლოს არამარტო ევროპის სოციალ-დემოკრატიულმა სისტემამ და ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, არამედ ცალკეული ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სისტემაზე და სტრატეგიულ მიმართულებებზე შევთანხმდით. შევაფასეთ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა" , - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. შეხვედრის მონაწილეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი და მისი წარმატებით დასრულების იმედი გამოთქვეს. "ძალიან მიხარია, რომ ამ საკითხში ყველა პარტია ერთად დგას, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, მე მას შევხვდი სტრასბურგში, მან გამოთქვა სურვილი რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ვიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველოსთვის. თქვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას" , - განცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა.(R)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...