მსოფლიო
"ბევრი შეურაცხყოფის უფლება მისცა თავს"- რესპუბლიკელებსა და ივანიშვილს შორის დაპირისპირება გრძელდება
2016-09-22 18:35:17
რესპუბლიკელებისა და ყოფილი პრემიერის დაპირისპირება გრძელდება. თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა მათ პარტიას და დავით უსუფაშვილს ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა და გასცდა ოპონირების რეჟიმს.
"ჩვენ ორკვირა ნახევარში მოვისმინეთ ყოფილი პრემიერის განცხადებები რესპუბლიკელებზე და დავით უსუფაშვილზე. ამ განცხადებების დიდი ნაწილი იყო შეურაცხყოფა. როცა ადამიანს არგუმენტები არ აქვს, მაშინ იწყება შეურაცხყოფის მიყენება. მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც ნებები ცხრება და ადამიანები ხვდებიან, რომ სიტყვა გაექცათ, რბილად რომ ვთქვათ, იმედი მაქვს, რომ ბოდიშის მოხდის სურვილი უჩნდებათ. მან ძალიან ბევრი შეურაცხყოფის უფლება მისცა თავის თავს, ის ძალიან გასცდა ოპონირების ფარგლებს. ეს სამწუხაროა,"- აცხადებს თინა ხიდაშელი.
კომენტარები