0 5 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სოციალური პარტნიორობის“ ორგანიზებით ფონდის ოპერირების ქვეშ მყოფი მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელთათვის საზაფხულო დასვენება მოეწყო.

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“  – საქართევლოში ერთ–ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაცია, წლების განმავლობაში ფონდის ოპერირების ქვეშ მყოფი მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებისთვის საზაფხულო არდადეგებს აწყობს.

წელს, ბავშვებმა ერთი თვე ქობულეთში გაატარეს!

„ჩვენი ბავშვები მთელი წლის განმავლობაში კარგად სწავლობდნენ, წარმატებებს მიაღწიეს სპორტში, მიიღეს დიპლომები სასკოლო ოლიმპიადებზე და კარგი დასვენება დაიმსახურეს. მათთვის მოეწყო მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები. ბავშვები დადიოდნენ ექსკურსიებზე, მათ უფასოდ უმასპინძლეს ბათუმის  ბოტანიკურმა ბაღმა, კინოთეატრმა „აპოლომ“ და გასართობმა პარკმა „ციცინათელამ“ რამაც ბავშვებზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

„სოციალური პარტნიორობა“ მომავალშიც გააგრძელებს ჩვენი ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების გახარებას! ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მათ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ!“ – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ საქართველოში მუშაობს 2012 წლის 12 აპრილიდან.

ფონდის ძირითადი მიმართულებებია: მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვული ადამიანებისთვის, მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის და მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარების აღმოჩენა.

ფონდის ოპერირების ქვეშ იმყოფება მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი თბილისში და პანსიონი ქობულეთში.

დღეისთვის ფონდის მზრუნველობის ქვეშ არის 700 ადამიანი, მათ შორის 100 ბავშვი.

ფონდის ოფიციალური საიტი: https://fsp.ge/

ფონდის ოფიციალური გვერდი Facebook–ზე: https://www.facebook.com/SocialPartnership

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...