0 0 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ელიტ ელექტრონიქსის“ მულტი ბრენდული მაღაზია სითი მოლში

მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ტექნიკა, უნიკალური კონცეფცია, ექსკლუზიური ბრენდები და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი - ამ ყველაფერს „ელიტ ელექტრონიქსი“ ერთ სივრცეში აერთიანებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყველაზე დიდ მაღაზიას გთავაზობთ „სითი მოლი“ გლდანში.

მაღაზია არა მხოლოდ მასშტაბით, არამედ უნიკალური კონცეფციით არის გამორჩეული. „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს სთავაზობს ტექნიკის საუკეთესო ბრენდების ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში. მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების შოურუმები როგორებიც გახლავთ: Apple, Samsung, LG, Sony, Bosch, Siemens, Gorenje, Philips, Acer, Lenovo და სხვა.  აღსანიშნავია, რომ „ელიტ ელექტრონიქსი“ გახლავთ Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში, Bosch-ის, Siemens-ის, Gorenje-სა და Hitachi-ის ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი, ასევე LG-ს და Samsung-ის ოფიციალური რითეილ პარტნიორი.

კომპანია მომხმარებელს მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, აღნიშნული ბრენდების ყველა კატეგორიის ტექნიკაზე ერთკვირიან სპეციალურ აქციებს სთავაზობს, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებისას, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენის შემთხვევაშიც.

„ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიაში მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი. „ელიტ ელექტრონიქსი“  საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 20 წელია მოღვაწეობს და მისი მიზანია მომხმარებელს მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია, ასევე შეუქმნას მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ტექნიკის შესაძენად, გაუწიოს მაღალკვალიფიციური კონსულტაცია და ბაზარზე მუდამ ინოვაციური პროექტებით წარსდგეს.

"ელიტ ელექტრონიქსი“ დღესდღეობით  საქართველოში ტექნიკის ბაზარის ლიდერია და ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელითაა წარმოდგენილი. საუკეთესო პროდუქცია, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი მომსახურება, შეძენილი ნივთების ადგილზე მიტანა-მონტაჟი და მომსახურების მაღალი სტანდარტი - ყოველივე ეს განაპირობებს „ელიტ ელექტრონიქსის“ დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...