1 7 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბიზნეს კაფეს მეექვსე შეხვედრა

პაშა ბანკის ექსკლუზიური მხარდაჭერით გრძელდება საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მიერ ორგანიზებული „ბიზნეს კაფეს“ შეხვედრები. 29 სექტემბერს გაიმართა რიგით მეექვსე შეხვედრა, რომელსაც, ტრადიციულად, ესწრებოდნენ სხვადასხვა მსხვილი კომპანიის მაღალი რგოლის მენეჯერები. 

სპეციალურად მოწვეულმა მოდერატორმა, ლადო გურგენიძემ, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამად „ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარეა, დამსწრეებს წარუდგინა თემა “აზრები მენეჯმენტსა და ლიდერობაზე”.

ბიზნეს კაფეს შეხვედრები 2015 წლის ოქტომბრიდან იმართება და მის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება, ვინაიდან ასეთი ფორმატის შეხვედრები საქართველოში პირველად ტარდება და საშუალებას აძლევს დამსწრეებს უნიკალურ, ინტერაქტიულ ფორმატშიმოუსმინონ ინდუსტრიის ლიდერებს, განიხილონ ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესები და სიახლეები.

ბიზნეს კაფეს შეხვედრებზე მოწვეულ სპიკერებს შორის სხვადასხვა დროს იყვნენ: გიორგი ქადაგიძე (საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი) თემით „ინოვაციების მართვა“, დავით გოგიჩაიშვილი ( “ღამის შოუს სტუდიის” გენერალური მენეჯერი) - „ადამიანური რესურსების მართვა“, ალექსანდრე ჯეჯელავა (ამჟამად საქართველოს განათლების მინისტრი) - „ორგანიზაციული კულტურა“,  ანდრო დგებუაძე, ბიზნეს კონსულტანტი - „მენეჯმენტი 3.0 - ანუ უკუღმა წაკითხული MBA -ს წიგნები“ და პაპუნა ტოლიაშვილი (სინერჯი ჯგუფის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი) - „წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები“.

2016 წლის ბოლომდე ინსორსი და პაშა ბანკი ბიზნეს კაფეს კიდევ ორ შეხვედრას უმასპინძლებენ.

„ბიზნეს კაფე ქვეყნის წამყვანი კომპანიების მენეჯერებისთვის შეხვედრისა და კომუნიკაციის უკვე საკმაოდ პოპულარულ სივრცეს წარმოადგენს. შეხვედრების ყოველი მოდერატორი გამოირჩევა თავისი მდიდარი პროფესიული გამოცდილებით და მიღწევებით, შესაბამისად თითოეული მათგანი ძალიან სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს მონაწილეებს. სწორედ მონაწილეთა კმაყოფილება და ინტერესი განაპირობებს პროექტის წარმატებას. მოხარული ვართ, რომ კომპანია „ინსორსი“ პაშა ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს აღნიშნული პროექტს, რადგან ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ ისეთ ინიციატივებს, რომლებსაც წვლილი შეაქვს ქვეყნის ბიზნეს-სექტორის განვითარებაში.“ - აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...