მსოფლიო
ყიზილაჯლოში 48-ე საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა
2016-10-22 11:13:03
შეფერხებებით მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი ყიზილაჯლოში. 48-ე საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა. ამის მიზეზი გახდა კენჭისყრისწინა პროცედურების დაგვიანებით ჩატარება კომისიის წევრთა მხრიდან.
ასევე პირველ ამომრჩეველს, რომელიც უბანზე მივიდა, ოთახის სივიწროვის გამო, არჩევანის გაკეთება კაბინის გარეთ მოუხდა. იგივე მიზეზით ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანთან რიგია და ამომრჩეველს, უბანზე არსებული სივიწროვის გამო, ლოდინი უწევს, არჩევანის გასაკეთებლად.
მარნეულში ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობიდან აჰმედ იმამყულიევი და ქართული ოცნებიდანთამაზ ნავერიანი უპირისპირდებიან.
კომენტარები