მსოფლიო
-7 გრადუსი და თოვლი - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
2016-10-23 23:11:30
უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. სინოპტიკოსების პროგნოზით აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა.
25-26 ოქტომბერს მთაში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 4 გრადუსი იქნება, მინიმალური კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. სპეციალისტები დედაქალაქში არც თოვას გამორიცხავენ.
უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს დასავლეთ საქართველოშიც, თუმცა უმნიშვნელოდ და 10-15 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.
კომენტარები