1 4 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართული ფილმები საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის რჩეულია

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე "სხვისი სახლი" ანტალიის საერთაშორისო კინოფესტივალის რჩეულია.ჟიურის გადაწყვეტილება სცენიდან ენდი მაკდაუელმა გამოაცხადა, რის შემდეგაც რუსუდან გლურჯიძის ფილმს მორიგი საერთაშორისო ჯილდო - ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა.
"სხვისი სახლი" საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა.ფილმი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.
ანტალიის საერთაშორისო კინოფესტივალი თურქეთში ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური კინომოვლენაა, რომელიც 1963 წლიდან იმართება.
ჟიურის რჩეული გახდა კიდევ ერთი ქართული ფილმი "როცა დედამიწა მსუბუქია".სალომე მაჩაიძის, თამუნა ქარუმიძისა და დავით მესხის დოკუმენტური ფილმი კინოფესტივალზე DocsMX ჟიურის სპეციალური პრიზით სექციაში Around The Cities დააჯილდოვეს.
"როცა დედამიწა მსუბუქია" - ეს არის ფილმი თანამედროვე ახალგაზრდებზე... ამბავი სკეიტერების, არტისტებისა და მუსიკოსების შესახებ პოსტ საბჭოთა საქართველოში.
დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი DocsMX მექსიკაში წელს უკვე 11-ედ გაიმართა და რამდენიმე სექციაში 90-ზე მეტი ფილმის ჩვენებას უმასპინძლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...