0 4 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"25 წლის ახალგაზრა ბიჭმა გაბედა ის, რაც ვერავინ ვერასდროს ვერ გააკეთა" ბაჩო ახალაის მეუღლე დაბადების დღეს ულოცავს

ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სოციაური ქსელის საშუალებით დაბადების დღეს ულოცავს :

"25 წლის ახალგაზრა ბიჭმა გაბედა ის, რაც ვერავინ ვერასდროს ვერცერთ ასაკში და ცხოვრების ვერცერთ ეტაპზე ვერ გააკეთა, სრულიად გამოუცდელი პატარა ბიჭი დაუპირისპირდა ყველაზე საშიშ ინსტიტუტს - „ქურდულ სამყაროს“ და წელში გატეხა საბჭოთა ქართული მაფია, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა და წინააღმდეგობისა - უზარმაზარი ქრთამის შეთავაზებით დაწყებული, სიცოცხლის მოსპობის მუქარით დამთავრებული.

მერე იყო მისთვის სათაყვანებელი ქართული არმია... 28 წლის ასაკში ჩაიბარა სრულიად დემორალიზებული ჯარი, რომელიც მალევე გაწმინდა რუსული აჩრდილისგან. 6 თვის განმავლობაში იცხოვრა რიგით ჯარისკაცებთან ერთად ყაზარმაში, რათა უფრო კარგად გაეგო მათი გულისცემა. ყველაზე პრესტიჟული გახადა სამხედრო სამსახური, სამხედრო აკადემია და კადეტთა სკოლა. ქართულმა არმიამ მოიპოვა ყველაზე მაღალი ნდობა საზოგადოებაში და რეიტინგებში საპატრიარქოსადმი ნდობასაც გადაუსწრო.

მერე იყო სამხედრო მრეწველობა, პირველი ქართული სამხედრო მრეწველობა, რომლის განხორციელება ფანტაზიის ნაყოფი ეგონა ბევრს. მან ესეც შეძლო და ყველას დაუმტკიცა, რომ მთავარია მოინდომო და ყველაფერი მიღწევადია.

32 წლის ასაკში მას ხელ-ფეხი შეუკრეს, 25-ჯერ გამოუტანეს დაპატიმრების ბრძანება უკვე ციხეში თავის ფეხით მისულს, ეს ნაბიჯიც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გადადგა, იმიტომ რომ პატივი სცა სახელმწიფო ინსტიტუტებს, ქართულ საზოგადოებას... და ბოლოს, უბრალოდ იმიტომ რომ იცოდა მართალი იყო. ამ უმძიმეს პერიოდშიც კი გამორჩეული იყო, 13-ჯერ გამართლდა, 13 სხვადასხვა მოსამართლეს ათქმევინა რომ უდანაშაულოა. მიუხედავად ამისა უკვე 4 წელია მაინც ციხეში ზის, არადა რამდენ ძალიან მაგარ საქმეს გააკეთებდა ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ.

დღეს ეს ბიჭი 36 წლის გახდა, ჯერ ისევ ძალიან ახალგაზრდაა, ყველაფერი წინ აქვს. სიბერე კი ტკბილი ექნება გაგრაში, შვილების, შვილიშვილების და შვილთაშვილების გარემოცვაში - ერთი პატარა კოხტა სახლი გაგრის სანაპიროზე და პატარა იახტა, რომელზეც ქართული ხუთჯვრიანი დროშა იფრიალებს..." წერს ანი ნადარეიშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...