2 1 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში 8Е1А ელმავალის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანას მომავალი აქვს და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს“

თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში ასინქრონული წევის ძრავების მქონე მუდმივი დენის სატვირთო 8Е1А ელმავალის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ახალ პროექტში სააქციო საზოგადოებაელმავალმშენებელთანერთად ძირითად შემსრულებელს ჩეხური კომპანიაშკოდა ელექტრიკიწარმოადგენს. კომპანიებს შორის შეთანხმება შედგა და საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის შემუშვებაც დასრულებულია.

ღონისძიებას ჩეხეთის ელჩი საქართველოში თომაშ პერნიცკი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ირი პრეცლიკ, ნაძლადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა გაბუნია, სს „საქართველოს რკინიგზის“  სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე ალექსდანდრე ქორელი, მედიის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები დაესწრნენ.

დღეისათვის, ასინქრონული წევის ძრავების მქონე მუდმივი დენის სატვირთო 8Е1А ელმავალის საპროექტო და საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის შემუშავება დასრულებულია. Eროგორც ქარხანაში განმარტავენ, ელმავლები განკუთვნილია სატვირთო მატარებლების 3 ათასი ვოლტის ძაბვის და 1520მმ ლიანდის სიფართის ელექტროფიცირებულ ხაზებზე სატარებლად. ელმავალს გააჩნია მაღალი წევის ძალა და 120 კმ/სთ საკონსტრუქციო სიჩქარე. 8Е1А შემუშავების პროცესში, სპეციალისტები ხელმძღვანელობდნენ შემდეგი პრინციპებით: თანამედროვე გადაწყვეტილებები ლოკომოტივის მშენებლობაში, უსაფრთხოების დონის ამაღლება, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების გამარტივება, საექსპლუატაციო ხარჯების შემცირება.

პროექტის პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა მედიატური. მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ქარხნის საამქროები, მათ შორის, ამწყობი საამქრო, ელეტროსამანქანო საამქრო, აპარატებისა და კოჭების საამქრო, ასევე მეტალოკონსტრუქციის, ტვიფრებისა და ძრების სააქმროები, სამრეწველო ელმავლების სააქმრო. ტურის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ენახათ ახალი ასინქრონული წევის ძრავების მქონე მუდმივი დენის სატვირთო 8Е1А ელმავალის კონსტრუქციაც.

დღეისათვის სს „ელმავალმშენებელი“ თანამედროვე, დინამიურად განვითარებად საწარმოს წარმოადგენს, რომელსაც მძლავრი საწარმოო პლატფორმა გააჩნია, რაც ელმავლების წარმოებასა და შეკეთებას დამკვეთების მოთხოვნების სრული შესაბამისობით უზრუნველყოფს.

ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარია დიდი გამოცდილების მქონე ორი კომპანიის თანამშრომლობაზე,  “ელმავალმშენებლი დაშკოდა ელექტრიკი”, რომელიც დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება. ეს იქნება კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ თანამშრომლობს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ ეს პროექტი დამტკიცდა, წარმოება მოხდება თბილისში, რაც ადგილობრივ ბაზარზე დასაქმების საშუალებას გაზრდის,” _ აღნიშნა ჩეხეთის ელჩმა, ტომაშ პერნიცკი.

„შკოდა ელექტრიკის" ტექნიკური განვითარების დირექტორი ლადისლავ სობოტკა მიიჩნევს, რომ ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და გამოცდილების გაზიარება მოხდება.

„ აღნიშნული პროექტი საქართველოსა და ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ორი ქვეყნის კოლექტივს შორის მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჩვენ შორის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და გამოცდილების გაზიარება მოხდება. აღნიშნული პროექტიდან გარკვეული ნაწილი ადგილობრივი რესურსებითა და ჩვენი შემწეობით ფინანსდება,“ - აღნიშნა ლადისლავ სობოტკამ.

სს „ელმავალმშენებლის“  წარმოების დირექტორის დავით გორგოძის განცხადებით, ქარხანას  მომავალი აქვს და ის საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

„შარშან ქარხანამ  აზერბაიჯანში ოთხი ახალი ელმავალი უკვე გააგზავნა. ამის შემდეგ   დამატებით, იქაური პარტნიორების ოთხი ელმავალის შეკეთებაც დაასრულა, რომლის  ღირებულება საშუალოდ ოთხი მილიონი დოლარი იყო. მომავალ წელს კი, საწარმო მათთვის 11 ელმავლის რემონტის შესრულებას გეგმავს. ხიზანიშვილის თქმით, აზერბაიჯანელ პარტნიორებთან პერსპექტივაში სამი ახალი ელმავლის მშენებელობაც შედის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს ქარხნის განვითარებას. დღეისათვის „ელმავალმშენებლის“ საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ დამუშავებული პროექტი, ახალი ამძრავიანი ელმავლის დამზადება სრულადაა მზად. ჩვენ საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებულ პროექტში ვიღებთ მონაწილეობას და  დიდი ალბათობით გამარჯვებული სწორედ სააქციო საზოგადოება „ელმავალმშენებელი“ იქნება.  ჩვენ საწარმოს მომავალი აქვს და  საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს,“ -  განაცხადა დავით გორგოძემ.

თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა ერთ-ერთი მდიდარი ისტორიის და ტრადიციების საწარმოა საქართველოში, რომელიც მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა, როგორც ლოკომოტივშემკეთებელი. პირველი ელმავალი მან 1957 წელს გამოუშვა. ელმავალმშენებელი ქარხანა საკავშირო შეკვეთებზე მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მისი წარმადობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ შეკვეთებმა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან, ძირითადად კი, უკრაინიდან, საშუალება მისცა, შეენარჩუნებინა საწარმოო ბაზა და კვალიფიციური მუშახელი. დღემდე  სულ გამოშვებულია 4500-ზე მეტი ერთეული ელმავალი და 400 ერთეულზე მეტი სამრეწველო კოქსმქრობი ელმავალი, რომლებიც წარმატებით გადიან ექპსლუატაციას  რუსეთისა და პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, კერძოდ,  უკრაინის, ყაზახეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ჩინეთის, პაკისტანის, ირანის, ინდოეთის, ბულგარეთის, ფინეთის, ეგვიპტეს, ალჟირის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების სივრცეში.  საწარმოს პოლიტიკა ხარისხის გაუმჯობესების დარგში წარმოადგენს ქარხნის მენეჯმენტის მნიშვნელოვან  ფუნქციას.  ხორციელდება ელმავლებისა და მისი სათადარიგო ნაწილების წარმოების ყველა ეტაპის უმკაცრესი კონტროლი. ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების შედეგად, რომელიც სერტიფიცირებულია ISO 9001:2008 მოთოხვნების შესაბამისად, ხორციელდება საწარმოს საქმიანობის მუდმივი გაუმჯობესება. დღეისათვის სს „ელმავალმშენებელი“ წარმოადგენს თანამედროვე, დინამიურად განვითარებად საწარმოს, რომელსაც გააჩნია მძლავრი საწარმოო პლატფორმა, რაც უზრუნველყოფს ელმავლების წარმოებას და შეკეთებას დამკვეთების მოთხოვნების სრული შესაბამისობით. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...