1 7 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საჩხერის რაიონული საავადმყოფო საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობს

საჩხერის მრავალპროფილური საავადმყოფო, რომელიც მუდმივად ცდილობს მაქსიმალურად აუწყოს ფეხი თანამედროვე სამედიცინო მიღწევებს, ამჯერად საერთაშორისო კვლევაში იღებს მონაწილეობას. კვლევა ორგანიზებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკისა და ბიოფიზიკის დეპარტმანეტისა და ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორიის მიერ, დაფინანსებულია საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (GRDF) გრანტით და მიზნად ისახავს გარემოს მავნე ზემოქმედებასთან ასოცირებული ჯანმრთელობის საფრთხეების იდენტიფიცირების, რისკების შეფასებისა და მართვის თავამედროვე მეთოდოლოგიის ადაპტირება-აპრობირებას საქართველოს სპეციფიკასთან კონკრეტული რაიონის მაგალითზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  შეფასებებით გლობალური ავადობის ტვირთის დაახლოებით 25% გარემოს რისკ-ფაქტორების მავნე ზემოქმედებასთან ასოცირდება,  საფრთხის მაშტაბებსა და მისი ზრდის ტემპებს  უკავშირდება ის ფაქტი რომ, გარემოსა და ჯანმრთელობის უსაფრხოების სისტემები ევროპის გაერთიანების, შეერთებული  შტატებისა და მსოფლიოს სხვა განვითარებულ ქვეყნებში, ნაცვლად ამჟამად გავრცელებული ნორმატივების კონტროლისა და დაცვის სისტემისა,  გადადიან თვისობრივად ახალ - რისკების მართვის პრინციპზე.

ჯანმრთელობის რისკის შეფასების თანამედროვე სტანდარტი თვისობრივად ახალ  მოთხოვნებს უყენებს, როგორც მის შინაარსს, ასევე მის სიზუსტეს, იგი გულისხმობს  ჯანმრთელობის მავნე ეფექტის განვითარების ალბათობის განსაზღვრას 1) გარემო სტრესორის ტიპის,  2)საარსებო გარემოში მისი გავრცელების ფორმებისა და დონეების, 3) ექსპოზიციის სპეციფიკის, რეციპიენტის მეტაბოლიზმის ინდივიდუალური თავისებურებების და  ინდივიდუალური მგრძნობელობის გათვალისწინებით, რაც კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკაზე ორიენტირებული გარემოსა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სისტემებზე გადასვლას ნიშნავს და მძლავრი ეროვნული სამეცნიერო-საექსპერტო პოტენციალის ფორმირებას მოითხოვს.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მეთოდოლოგია იძლევა საშუალებას გადაიჭრას, როგორც ე.წ. პირდაპირი ამოცანა - ეკოლოგიურ მონაცემების ანალიზის ბაზაზე მოსახლეობის ავადობის პროგნოზი, ასევე შებრუნებული ამოცანაც - მოსახლეობის ავადობის მახასიათებელთა ანალიზით ეკოლოგიური საფრთხის წყაროს სივრცითი ლოკაცია და მისი ბუნების იდენტიფიცირება.  გამოკვლევათა ეს მიდგომა საქართველოსათვის ოპტიმალურია, რადგან არ მოითხოვს ფართომაშტაბიან საველე ეკოლოგიურ გამოკვლევებს, იაფი და ოპერატიულია. მეთოდოლოგიისათვის  საკვანძო მნიშვნელობა გააჩნია მოსახლეობის დოზური დატვირთვების ადექვატურ შეფასებას. ამ მიზნით გამოიყენება, როგორც პირდაპირი მეთოდები, რომლებიც ეფუძვნება  ე. წ. ბიოდოზიმეტრიული, ბიოლოგიური ეფექტისა და ინდივიდუალური მგრძნობელობის ბიომარკერების კვლევას, ასევე ირიბი, ე. წ. ექსპოზიციის სიტუაციური მოდელირების მეთოდები.

ბიომარკერების კვლევის მეთოდებიდან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ე.წ.  ეპრ-სპექტროსკოპული მეთოდები, როგორც ყველაზე უფრო ზუსტი და უნივერსალური, რადგან იძლევა საშუალებას გამოყენებული იქნას სამივე ტიპის ბიომარკერის სტატუსით.
ელექტრონ პარამაგნტულ რეზონანსული (ეპრ) ბიოდოზიმეტრიის მეთოდი ეფუძნება  ადამიანის სხეულის კალციფიცირებულ ქსოვილებში (კბილის ემალში) სტაბილური რადიაცია-ინდუცირებული თავისუფალი რადიკალების გაზომვას. აღნიშნული მეთოდი იყო გამოყენებული სხვადასხვა რადიაცია-ეპიდემიოლოგიურ კვლევებში  - ჰიროსიმა და ნაგოსაკის ატომური ბომბის აფეთქების შემდგომ გადარჩენილი მოსახლეობის,  სამხრეთ ურალის ბირთვულ წარმოებაში მომუშავე პირების, ურალის რადიაცი-დაბინძურებული ტერიტორიის მოსახლეობის, ჩერნობილის ატომური რეაქტორის კატასტროფის დროს დაბინძურებული ტერიტორიის მოსახლეობისა და ჩერნობოლის სარკოფაგის მომსახურე პერსონალის  ინდივიდუალური რეტროსპექტრული დოზიმეტრიის მიზნით სხვა ინსტრუმენტული დოზიმეტრიის  მეთოდებთან ერთად.

კბილის ემალი  შთანთქავს და ინახავს რადიაციის ზემოქმედებით წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს  ხანგრძლივი დროის განმაცლობაში. ვიბაიდან კბილის ემალი ფომირება მიმდინარეობს ბავშვთა ასაკში და შემდგომ არ განიცდის რემოდელირებას, რადიაცია იდფუცირებული რადიკალები აკუმულირდება მასში მთელი სიცოცხლის განმავლონაში და ინახავს ამ ინფორმაციას ხანგრძლიბი დროის განმავლობაში.  გაზომილი ეპრ სიგნალის ინტენსიცობის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ სიცოცხლის განმავლობაში გარემოდან შთანთქმული, ან კვების პროდუქტებთან ერთად მიღებული რადიაციის დოზის შესახებ.
ეპრ-სპექტროსკოპული კვლევა წარმოებდა აშშ-ში გეიზელის სამედიცინო სკოლის ეპრ ცენტრში დართმოუთში (ნიუ ჰემფშირის შტატი), რომლის დაფუძნებელია პროფესორი ჰაროლდ შვარცის მიერ. პროფესორ ჰ. შვარცის ხელმძღვანელობით შეიქმნა პორტატიული ეპრ სპექტრომეტრი, რომელიც კბილის ემალის ეპრ სიგნალის ინტენსივობის მიხედვით ორგანიზმის მიერ შთანთქმული რადიაციული დოზის შესამოწმებლად გამოიყენება. პროფ. შვარცის მეთოდოლოგიით კბილის ამოღება საჭირო არ არის და საკმარისია მხოლოდ კბილის აპარატის რეზონატორთან  კონტაქტი. აღნიშნული მეთოდოლოგია განკუთვნილია როგორც ექსტრემალური სიტუაციების დროს დასხივებული პოპულაციის სელექვიისათვის, ასევე ეპიდემიოლოგიურ კვლევებში რადიაციული დაძაბულობის ზონების აღმოჩენისათვის.
უპირველეს ყოვლისა ალბათ უპრიანი იქნებოდა განგვემარტა, თუ რატომ შეირჩა საჩხერის რაიონი. კვლევის საწყის ეტაპზე, საქართველოს ტერიტორიაზე ონკოავადობის სივრცე-დროითმა ანალიზმა გამოავლინა, რომ საჩხერის რაიონში კანცერის მთელ რიგ რადიოსენსიტიურ ლოკალიზაციებში  რისკი ორჯერ-სამჯერ მაღალი იყო  რისკის ქვეყნისათვის საშუალო მნიშვნელობაზე. როგორც ონკოავადობის ცალკეულ შემთხვევათა შემდგომმა დეტალურმა  ანალიზმა გამოავლინა, რომელიც ჩატარდა საჩხერის რაიონული საავადმყოფოს ონკოლოგიურ და სტატისტიკის დეპარტამენტთან ერთობლივად,  აღნიშნული ფაქტი უფრო ავადობის სრულყოფილ რეგისტრაციასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, ვიდრე ძლიერი პათოგენური ეფექტურობის დამაბინძურებლის ზემოქმედებასთან, რაც დადასტურდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2015 წლის მონაცემებითაც. ანომალური ზონები არ გამოავლინა არც გრუნტის ზედაპირულმა გამა-დოზიმეტრიამ, თუმცა იგი არ გამორიცხავს ბუნებრივი რადიონუკლიდებით, ან ქიმიური ტოქსიკანტებით შინაგანი ექსპოზიციის ალბათობას ლოკალურ ზონებში, მით უმეტეს, რომ ჩვენს მიერ  გამოვლენილი იქნა სტატისტიკურად სარწმუნო ჰეტეროგენობა როგორც ონკოლოგიური რისკის განაწილებაში რაიონის ტერიტორიაზე, ასევე ონკოავადობის სპექტრში ლოკალიზაციათა მიხედვით. მნიშვნელოვანი სივრცითი ჰეტეროგენობაა გამოვლენილი ბიომარკერთა მნიშვნელობებშიც, მაგრამ მოცემულ ეტაპზე, მიღებული შედეგების სტატისტიკური სარწმუნოება კონკრეტული დასკვნების გაკეთების საშუალებას  არ იძლევა და შეიძლება განხილული  იქნას როგორც პილოტური კვლევის შედეგები, მომავალი, უფრო დეტალური გამოკვლევების დაგეგმვისათვის.

როგორც საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, გარემოსთან ასოცირებული ჯანმრთელობის პრობლემების გადაწყვეტა მხოლოდ ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის პროფესიონალთა, სამეცნიერო-აკადემიური სექტორისა და ადგილობრივი მართველობის ორგანოთა  ერთობლივი, კოორდინირებული ძალისხმევითაა შესაძლებელი, ამ თვალსაზრისით  აღნიშნული გამოკვლევა შეიძლება განხილული იქნას, როგორც პირველი წინგადადგმული ნაბიჯი.

დაწყებულია და პირველი აპრობაცია გაიარა მცირე გეოგრაფიული არეალებში ჯანმრთელობის რისკების კვლევის საქართველოსათვის ოპტიმალური სტრუქტურის შემუშავება, რომელიც შემდგომ  სხვა პოტენციურად სარისკო ზონების გამოსაკვლევად იქნება გამოყენებული.

და ბოლოს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საჩხერის რაიონული საავადმყოფოს დირექტორს ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის ამ შემთხვევაში სრული ურთიერთგაგება, ინტერესესი, ურთიერთშეწყობა გვაქვს და ვფიქრობ, ჩვენ ერთად ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ.“ - აღნიშნავს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკისა და ბიოფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ სანიკიძე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...