1 2 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბანკის ჯგუფი სადაზღვევო კომპანია „კოპენბურის“ მფლობელია

თიბისი ბანკის  ჯგუფმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სადაზღვევო კომპანია „კოპენბურის“ 100%-იანი წილის შესყიდვასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება ჯგუფმა ფინანსური მომსახურების დივერსიფიკაციისა და მრავალფეროვანი პროდუქტების შეთავაზების სტრატეგიიდან გამომდინარე მიიღო.

მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში „კობენბურის“ რებრენდინგი განხორციელდება და უკვე ახალი წლიდან თიბისი ბანკის მომხმარებლებს შეეძლებათ, ისარგებლონ ახალი სახელით მოქმედი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტებით. 

„კოპენბური“ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და ფოკუსირებულია ავტომობილების დაზღვევაზე. მას ავტოდაზღვევის ბაზრის 9% უჭირავს (2016 წლის 30 ივნისის მონაცემებით).

თიბისი ბანკის ჯგუფის მიერ „კოპენბურის“ შესყიდვის შემდეგ, ახალი სადაზღვევო კომპანია გახდება თიბისი ბანკის მთავარი პარტნიორი დაზღვევის მიმართულებით. ასევე, თიბისი ბანკი აპირებს, რომ გააფართოვოს სადაზღვევო მომსახურების სპექტრი და შეთავაზებულ  პროდუქტებს დაამატოს ახალი სადაზღვევო პროდუქტები - მოგზაურობის დაზღვევა, უბედური შემთხვევის, საკრედიტო ხაზის, სიცოცხლის, ბიზნესსაკუთრების, სესხის დაზღვევა და სხვა. 

ახალი სადაზღვევო კომპანია ძირითადად საცალო ბაზარზე იქნება ორიენტირებული და აქცენტს ფიზიკური პირების მომსახურებაზე გააკეთებს. საშუალოვადიან პერიოდში თიბისი ბანკის ჯგუფი გეგმავს სადაზღვევო ბაზრის 25%-ის ათვისებას. პირველადი ინვესტიციის თანხა 8 მილიონი ლარია, რომელიც კომპანიის კაპიტალის შევსებას და ტექნოლოგიურ განვითარებას მოხმარდება.

ახალ სადაზღვევო კომპანიას უხელმძღვანელებს ამ სფეროში გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი - პაატა ღაძაძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე და დავით კიღურაძე, რომელსაც წლების განმავლობაში თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიების დირექტორის პოზიცია ეკავა საქართველოსა და აზერბაიჯანში. მათ ასევე საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მართვის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ.  

„ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით, პირველ რიგში, ისარგებლებს ჩვენი მომხმარებელი, რომელსაც შევთავაზებთ კომპლექსურ სადაზღვევო პროდუქტებს. მომსახურება განხორციელდება მომხმარებლისთვის ყველაზე კომფორტული ფორმით, უმოკლეს დროში და გამარტივებული პროცედურით. ზოგადად, „კოპენბურის“ შესყიდვა სრულად შეესაბამება თიბისი ბანკის ჯგუფის სტრატეგიას, რომ გააფართოვოს ფინანსური მომსახურების არეალი და ამავე დროს, კომპანია კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს ინვესტორებისთვის,“ - აცხადებს პაატა ღაძაძე.

„კოპენბურში“ ამ დროისათვის 100-მდე  პროფესიონალია დასაქმებული და ისინი საქმიანობას უკვე ახალი ბრენდის ქვეშ მოქმედ კომპანიაში გააგრძელებენ.  

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...