მსოფლიო
შემზარავი შემთხვევა ქობულეთში -დედამ შვილი ნაჯახით მოკლა
2016-12-07 15:48:24
ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მკვლელობა დაფიქსირდა. დაახლოებით 50 წლის მამაკაცი რ. ბეჟანიძე სავარაუდოდ დედამ ნაჯახით მოკლა.
„ეს შვილი დიდი ხანია ჩაწოლული იყო, ცოლი არ ყავდა, შაქარი დაემართა და დედამისი უვლიდა. ბოლო დროს ძალიან ბევრი ნერვიულობა გადაიტანა ოჯახმა და მოხუცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. სასწრაფო როცა მოვიდა, ის უკვე გარდაცვლილი იყო“- გვიყვება ციხისძირის მკვიდრი, ცირა ბ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარები