„შენით მე ვამაყობ, შენით ქვეყანა ამაყობს“-ობამას ცრემლიანი დამშვიდობება
2017-01-11 12:11:30
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოსამშვიდებელი სიტყვისას მიმართა ამერიკელებს, დაიცვან დემოკრატია, გამოსვლის ბოლოს კი ცრემლების შეკავება ვერ შეძლო. ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ რასიზმი და ეკონომიკური უთანასწორობა აშშ-სთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. პრეზიდენტი საკუთარი ერის წინაშე სიტყვით ჩიკაგოში წარსდგა. მან განაცხადა, რომ სურდა, გამოსვლა შემდგარიყო არა თეთრ სახლში, არამედ ჩიკაგოში, კონგრესცენტრში, სადაც „ყველაფერი დაიწყო“. სწორედ აქ შეიტყო ობამამ საკუთარი გამარჯვების შესახებ არჩევნებში 2008 წელს. პრეზიდენტთან ერთად კონგრესცენტრში იმყოფებოდა პირველი ლედი მიშელ ობამა შვილთან ერთად და ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ცოლთან ერთად. სიტყვით გამოსვლისას ობამამ საკუთარ ცოლს, მიშელსაც მიმართა და ამ დროს ცრემლების შეკავება ვერ შეძლო : „შენით მე ვამაყობ, შენით ქვეყანა ამაყობს“.
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...
გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...
ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...
არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...
შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...
კომენტარები