1 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხატია ბუნიათიშვილის ემოციური წერილი მიხეილ სააკაშვილზე: ის დადის ქუჩებში სკამის, სტატუსის, თანამდებობის გარეშე დარჩენილი

თქვენ გადაწყვიტეთ არ იბრძოლოთ. 

თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ამ მოცემულობაში გამოგეხატათ თქვენი აზრი - სწორი აზრი,  რომელსაც არ მოუსმენენ, რომელიც მოცემულობას არ შეცვლის, რომელიც არ სცდება კონსპექტში ნასწავლ დემოკრატიას, მაგრამ ვერ მოუტანს ხალხს მშვიდობას, საკვებს. ვერც განათლებას. 

კონსპექტში ნასწავლი დემოკრატიაც საჭიროებს განვითარებას, ევროპაც საჭიროებს სიახლეს. სიახლეს გენიოსები ქმნიან. 

მიშა გენიოსია. 

ის დადის იმ ქუჩებზე, სადაც ჯერ ვერ დაიჭერენ. ციხეში არ მიდის არა იმიტომ, რომ ეშინია, არამედ იმიტომ, რომ იცის - ის არის მთავარი სამიზნე. იცის, რომ იდეას ვერ განახორციელებს, თუ თავად არ განახორციელებს. 

საკუთარი თავისადმი ფანატიზმი? არა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. 

ის დადის ქუჩებში სკამის, სტატუსის, თანამდებობის გარეშე დარჩენილი. 

სხვაზე მეტს აკეთებს, მასზე მეტს ლაპარაკობენ. 

ბიუროკრატიას და წესებს პატივს სცემს, მათზე მაღლა დგას. 

ის თავისუფალია. 

დადის ცარიელი ჯიბით და მაინც მოიპოვებს საკვებს, რადგან ყველაფერში ნაყოფიერებას ხედავს. 

დადის ქუჩებში ხალხთან შესახვედრად, არა არჩევნების წინ, არამედ არჩევნების მოგების და წაგების შემდეგ. 

სისასტიკეა ადამიანის მხრიდან ულევი ენერგია, შემოქმედობითობა (და მისი განხორციელების უნარი) სიგიჟედ მონათლო. სასტიკია და თან საცოდავი ადამიანი, რომელიც ცდილობს ეს თავისუფლება გისოსებს უკან მოაქციოს. ზოგი ციხეს უსურვებს, ზოგიც “საგიჟეთს". 

დემოკრატია იძლევა თანაბარ პირობებს განვითარების და თავის გამოვლენის, მაგრამ ადამიანები განსხვავებულ პოტენციალს ავლენენ ამ მოცემულობაში. განსაკუთრებული პიროვნების და ნიჭიერების უარყოფა, ან სხვასთან გატოლების მიზნით მისი დაკნინება და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობის დახშობა, დემოკრატიული მიდგომა კი არა, საბჭოური რეპრესიის პირდაპირი ნიმუშია. 

მიდი, მიშა, ყველაფერი წინ გაქვს!



ხატია ბუნიათიშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...