1 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"რა ქნეს ასეთი ნეტა ჩვენმა "სკრომნი" პრეზიდენტმა და მისმა "სკრომნაია" მეუღლემ?" ნინო კუზანოვას სკანდალური წერილი

"300 000 ლარი დაჯდა პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ვოიაჟი ბრაზილიასა და საფრანგეთშიო(((( რა ქნეს ასეთი სასტოული ნეტა ჩვენმა "სკრომნი" პრეზიდენტმა და მისმა "სკრომნაია" მეუღლემ? ნამეტანი ძვირი გვიჯდება ჩვენი "დემოკრატიის" გარანტი"  ეს პოსტი ნინო კუზანოვამ პრეზიდენტის ვოიაჟს რიოში, რომელიც  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს 130 932. ლარი დაუჯდა. 

პრეზიდენტისა და პირველი ლედის სასტუმროს დაქირავების ხარჯმა 35 458. 67 ლარი შეადგინა. შთამბეჭდავად გამოიყურება პრეზიდენტისა და პირველი ლედის სხვა ხარჯებიც. კერძოდ:

პრეზიდენტის დღიურმა ნორმამ 4 175.8 ლარი შეადგინა, მგზავრობის ხარჯმა კი 14 781. 3 ლარი. საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის მაკა ჩიჩუას დღიურმა ნორმამ 869. 2 ლარი შეადგინა, მისი მგზავრობის ხარჯი 11 528. 9 ლ დაჯდა. რაც შეეხება ტრანსპორტის დაქირავების ხარჯს, ის 48 257. 49 ლარი დაჯდა, ხოლო წარმომადგენლობითმა ხარჯმა 15 861. 59 ლარი შეადგინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ასევე მოგვწერეს, რომ ვიზიტის ფარგლებში სპეცრეისის მომზადება, მისი უზრუნველყოფისა და შესრულების ხარჯების ანაზღაურება დაევალა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურს. შესაბამისად, სპეცრეისთან დაკავშირებული ხარჯების თაობაზე ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაცული არ არის.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის, პირველი ლედის მაკა ჩიჩუასი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის 10 თანამშრომლის ვიზიტი რიოში 3-დან 7 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა. 130 000 ლარი ბიუჯეტს მხოლოდ პრეზიდენტისა და პირველი ლედის ვიზიტი დაუჯდა. რაც შეეხება ადმინისტრაციის თანამშრომელთა მივლინებას, ის ბიუჯეტს 165 549. 59 ლარი დაუჯდა. ამაზე „აიპრესმა“ სტატია უკვე დაწერა. 

რა დაჯდა პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ვიზიტი რიოში ამაზე „აიპრესი“ სრულყოფილ ინფორმაციას თითქმის ხუთი თვე ითხოვდა. სრული ინფორმაციის მოსაპოვებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხუთი საჯარო წერილის გაგზავნა დაგვჭირდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული 15 აგვისტოს ინფორმაციაში გვაცნობეს, რომ დელეგაცია 10 წევრისგან შედგებოდა, თუმცა ხარჯების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. მაშინ ადმინისტრაციიდან მოგვწერეს, რომ სამივლინებო ხარჯების დათვლა ვიზიტის დასრულებიდან 60 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ადმინისტრაციიდან მოწერილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ საკითხს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის #231 ბრძანებულება არეგულირებს.

„აიპრესი“ მაშინ იურისტებზე დაყრდნობით წერდა, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სააკაშვილის ბრძანებულება კანონზე მაღლა დააყენა, ვინაიდან ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად ინფორმაცია უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ, ან თუ დამუშავებას საჭიროებს ათ სამუშაო დღის განმავლობაში. იმ შემთხვევების გარდა თუ ინფორმაცია, პროფესიულ, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება. იერარქიულად კი კანონი კანონქვემდებარე აქტზე - ბრძანებულებაზე მაღლა დგას. აღნიშნულის შესახებ „აიპრესთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ და „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა წევრმა ვახტანგ ხმალაძემ ისაუბრა.

60 დღის გასვლის შემდეგ „აიპრესმა“ კვლაც მიმართა საჯარო ინფორმაციით პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ადმინისტრაციიდან მიღებულ წერილში აღნიშნული იყო, რომ დელეგაციის რიოში ვიზიტი 173 269.94 ლარი დაჯდა, თუმცა არ იყო დაკონკრეტებული რომელი პირისთვის რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა.

პრეზიდენტის ადმინისრაციას კვლავ მივმართეთ საჯარო ინფორმაციით და აღნიშნული ინფორმაციის მოწოდება ვითხოვეთ დეტალურად. როგორც აღმოჩნდა ტექნიკური ხარვეზის გამო წერილმა ადმინისტრაციამდე ვერ მიაღწია. საბოლოოდ ადმინისტრაციისგან წერილი მივიღეთ 23 დეკემბერს, სადაც მოგვწერეს, რომ რიოში ვიზიტი დაჯდა 173 269.94 ლარი, სხვა ინფორმაციას კი მოგვიანებით მოგვაწვდიდნენ.

30 დეკემბერს გამოგზავნილ საჯარო ინფორმაციაში ადმინისტრაციიდან შეგვატყობინეს, რომ რიო დე-ჟანეიროში პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის 10 თანამშრომელი იმყოფებოდა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს 165 549. 59 ლარი დაუჯდა. გამოგზავნილი ინფორმაცია სრულყოფილი ისევ არ იყო ვინაიდან, პრეზიდენტისა და პირველი ლედის ხარჯები ისევ არ იყო მოწოდებული. პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ მართალია პრეზიდენტი და პირველი ლედი დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ, მაგრამ საჭირო იყო, რომ ვიზიტისას მათთვის გამოყოფილი ხარჯების შესახებ ინფორმაცია დამატებით მოვითხოვოთ და დავაკონკრეტოთ, რომ ამ ვიზიტის დროს პრეზიდენტისა და პირველი ლედის ხარჯების შესახებ ინფორმაციას ვითხოვდით. პრეზიდენტის ადმინისტრაციას მორიგი საჯარო ინფორმაციით მივმართეთ, სადაც კონკრეტულად მოვითხოვეთ ხარჯები პრეზიდენტისა და პირველი ლედის ვიზიტის ხარჯების შესახებ. 10 იანვარს მოწოდებულ ინფორმაციით ხუთთვიანი ლოდინის რეჟიმი დასრულდა.პრეზიდენტის ხარჯები და ბრძანებულება, რომელიც მივლინების ხარჯებს განსაზღვრავს

 

საქართველოს თანამდებობის პირთა ხარჯებს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულება არეგულირებს, სადაც გაწერილია თუ რაოდენობის თანხის დახარჯვა შეუძლია ამა თუ იმ თანამებობის პირს.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის #231 ბრძანებულებით განისაზღვრა საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი.

დავინტერესდით, რამდენად შეესაბამება პრეზიდენტის ხარჯები აღნიშნულ ბრძანებულებას და მოცემული თანხები შევადარეთ.

ბრძანებულებაში განსაზღვრულია კონკრეტულ ქვეყანაში რა რაოდენობის თანხის დახარჯვა შეუძლიათ თანამდებობის პირებს. ბრაზილიის რესპუბლიკაში დღიურ ნორმად განსაზღვრულია 57 დოლარი, პრეზიდენტის შემთხვევაში ამას ემატება დღეში 300 დოლარი. გამოდის, რომ პრეზიდენტისთვის 5 დღის განმავლობაში განკუთვნილი იყო 1785 დოლარი. მაშინ დოლარის კურსი ლართან მიმართებაში იყო 2.3470 ლარი, რაც 4 189.395 ლარს შეადგენდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კი პრეზიდენტმა დღიურ ნორმად 4 175.8 ლარი დახარჯა.

რაც შეეხება სასტუმროს ხარჯებს, გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას სასტუმროს ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტს 35 458.67 ლარი დაუჯდა.  მაშინ როდესაც ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სასტუმროს ხარჯად დღე-ღამეში განსაზღვრულია 300 დოლარი, ხუთი დღის განმავლობაში პრეზიდენტის სასტუმროს ხარჯი ამ დოკუმენტის თანახმად განსაზღვრულია 1500 დოლარი, რაც მაშინ მოქმედი სავალუტო კურსით 3 520 ლარი გამოდის. თუმცა იმავე ბრძანებულებაში არაფერია ნათქვამი თუ პრეზიდენტი და პირველ ლედი ერთად იმყოფებიან მივლინებაში რა რაოდენობით შეიძლება იყოს გაზრდილი თანხა.

იმავე ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ შესაძლებელია იყოს გამონაკლისიც. კერძოდ პრეზიდენტის ბრძანებულებაში ვკითხულობთ: „საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია განისაზღვროს მაღალი რანგის თანამდებობის პირთა სადღეღამისო ნორმის დანამატის ამ დანართით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ოდენობა, ამავე სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში“, - აღნიშნულია ბრძანებულებაში. აღნიშნული ცვლილება 2011 წლის 12 სექტემბერს შევიდა. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება #510.

როგორც ამ ბრძანებულებიდან ჩანს, მასში კონკრეტულად სასტუმროს ხარჯის განსხვავებული ოდენობა ხაზგასმული არ არის.

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, პრეზიდენტისა და პირველი ლედის ტრანსპორტის დაქირავების ხარჯმა შეადგინა 48 257 ლარი, ხოლო წარმომადგენლობითმა ხარჯმა 15 861. 59 ლარი.

 რაც შეეხება მგზავრობას, გიორგი მარგველაშვილის მგზავრობა ბიუჯეტს 14 781. 3 ლარი შეადგინა, ხოლო მაკა ჩიჩუას მგზავრობის ხარჯმა 11 528. 9ლარი შეადგინა. ამ შემთხვევაში რაიმე შეზღუდვა დაწესებული არ არის, თუმცა სახელმწიფო  თანამდებობის პირს ვალდებულება აქვს დახარჯული თანხის დოკუმენტაცია შესაბამის ორგანოებს წარუდგინოს.

ეს არის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის ერთი კონკრეტული ვიზიტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს თითქმის 300 000 ლარი დაუჯდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...