2 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ძალადობა საპარლამენტო არჩევნებზე - NDI კვლევის შედეგებს აქვეყნებს

NDI კვლევის მეორე, პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს, რომელშიც საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო პერიოდზეც არის საუბარი.

გამოკითხულთა 18 პროცენტი მიიჩნევს, რომ  2012 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს უფრო მეტი ძალადობა იყო, ვიდრე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.

რესპონდენტების 11%-ს კი მიაჩნია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ორივე პერიოდში ერთნაირი იყო.

NDI-ის მიერ გამოკითხულთა მხოლოდ 12 % მიიჩნევს, რომ ძალადობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს უფრო მეტი იყო, ვიდრე 2012 წლის არჩევნების დროს.

46%-ს კი მიაჩნია, რომ არც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და არც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

შეკითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ რესპონდენტების მხოლოდ 13%-მა დააფიქსირა. 

შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 ათას 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

კვლევის შედეგების ცდომილება 1.8 %-ია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...