1 2 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"...შენი დედიკო მაია ასათიანი",- მაია ასათიანმა შვილს სევდიანი წერილი მიუძღვნა

გთავაზობთ მაია ასათიანის წერილს, რომელიც მან შვილს 2015 წელს მიუძღვნა. წერილი მან "ფეისბუქში" გამოაქვეყნა:

"ჩემი დიდი პაპა მიუჰენიდან რომ დაბრუნდა ცხრაასთვრამეტი სრულდებოდა.

იქ ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, ჩვენებურად ფინანსისტი იყო.

წყნარი და მშვიდი კაცი. წესი ქონდა ასეთი თურმე, საღამოობით, კანტორის საქმეებს რომ მორჩებოდა თეთრ გახამებულ პერანგს იცვამდა და გოლოვინზე სეირნობდა, აუყვებოდა და ჩაუყვებოდა, დრო იყო ეგეთი, ასე ერთობოდნენ…

21 ში ტყეში გავიდა…24 მდე იბრძოდა… 25 დან მეტეხის ციხეში იჯდა…

მე პაპა სულ ერთი სახით მახსოვს, მაღალი, ხმელი, პირში პაპიროსით და გახუნებული, ლამის ჯვალოსფერი პერანგით ტანზე.. მახსოვს კიდევ ის, რომ სახლში სულ ჩხუბი იყო, ამ პერანგის გამო, ბებია ქოთქოთებდა.

მეტეხიდან რომ დაბრუნდა, ის დღე იყო და ის დღე, პაპას თეთრი აღარ ჩაუცვამს, მთელი ცხოვრება, სულ ერთი ფერის, შავი და რეცხვისაგან გახუნებული პერანგი ეცვა.

ასე გლოვობდა… ისე დააქორწინა შვილები, მერე შვილიშვილები და ისე გავჩნდი მე, ის ჯვალო არ გაუხდია.

მხოლოდ გაზაფხულის მიწურულს, მაისის ბოლოს, პაპა კარადიდან საგანგებოდ გაუთოვებულ თეთრ პერანგს იღებდა, იცვამდა და ქუჩაში გადიოდა. ასე დადიოდა თურმე მთელი დღე პლეხანოვიდან რუსთაველამდე და პირიქით. დადიოდა და ხალხს ესალმებოდა. მერე საღამოს სახლში ბრუნდებოდა, ბებია ამ პერანგს რეცხავდა და დიდის ამბით ისევ კარადაში მიაბრძანებდა, შემდეგ გაზაფხულამდე… მაშინ მე არ ვიცოდი ეს დღე რა დღე იყო….

რომ გარდაიცვალა 26 მაისის ხმამაღლა აღნიშვნას 10 წელი უკლდა. 1980 იდგა. ამ თავისი ჯვალოთი 50 წელი იარა, ხალხში ალბათ ცოტა ახირებული მოხუცის სახელი ქონდა, მაგრამ ეს დიდად არ ანაღვლებდა.

ასე იბრძოდა მარტო!

შენ ახლა დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებ! აწი გზაჯვარედინზეც ხშირად იდგები და ხშირად არ გეცოდინება, რომელი გზა ჯობია.

იმ კაცის შვილები, ახლა რომ გიყვებოდი პარტიაში არასდროს შესულან, დიდი და მაღალჭერიანი ბინები არა მიუღიათ ქალაქის ერთ ცნობილ უბანში, არც აგარაკი ქონდათ თბილისის თავზე და არც ფინურ ძეხვს ყიდულობდნენ “ბლატით” სპეც. მაღაზიაში.(თუმცა შენ ისიც არ იცი, რას ნიშნავს ძეხვის ” ბლატით ყიდვა და რა მაგარია, რომ ეს არ იცი) ცხოვრობდნენ 120 მანეთად თვეში და სხვები ალბათ მეამიტ სულელებად თვლიდნენ.

ცხოვრობდნენ და საკუთარ პრინციპებს არ ღალატობდნენ.

მეც ასე ვარ. ასე უფრო სწორია.

ეს მინდა იცოდე, ახლა, როცა იწყებ.

შენ იმ კაცის შთამომავალი ხარ, მიუჰენში დარჩენა რომ შეეძლო და 50 წელი საბჭოთა საქათველოში შავი პერანგით იარა. სულ არ ადარდებდა, ზურგს უკან მისი ახირებების გამო სხვები რომ დასცინოდნენ, საკუთარი პრინციპების ერთგული იყო!( ახლა ალბათ ხვდები ჩემზე ნათქვამ და დაწერილ ძალიან ბევრ, შეიძლება შენთვის მტკივნეულ რამეს, რატომ არ ვაქცევ ყურადღებას)
გჯეროდეს და იყავი მართალი და ყველაფერი გამოგივა.

მე შენი მჯერა.
და ბოლოს, დათვმა თუ მორევა დაგიპირა, ბაბა არ დაუძახო!

შენი დედიკო მაია ასათიანი", - წერს მაია ასათიანი "ფეისბუქში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...