მსოფლიო
უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2-ის" საქმის განხილვა 2 მარტს დანიშნა
2017-02-27 17:38:15
უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმის განხილვა 2 მარტს დანიშნა. საქმე არსებითად რუსთავი 2-ის მხარეთა დაუსწრებლად განიხილება.
ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-ის იურისტებს უზენაესი სასამართლოდან მიაწოდეს. უკვე ცნობილია იმ 9 მოსამართლის ვინაობა, რომელიც სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეს განიხილავს:
მზია თოდუა, ნინო გვენეტაძე, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი შავლიაშვილი.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის საქმის განხილვა 2 მარტს ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართება.
კომენტარები