1 2 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

#CloudinTheClouds - „მაიქროსოფთ“-ი გვთავაზობს ქლაუდს

დისკუსია მედიასთან მეოთხე ტექნოლოგიურ რევოლუციაზე

კომპანია „მაიქროსოფთ“-მა მედიის წარმომადგენლებს „ქლაუდი“ წარუდგენა. ღონისძიებაზე  მაიქროსოფთ საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ დობორჯგინიძემ და საჯარო სექტორის მიმართულების მენეჯერმა ქეთევან თათოშვილმა „ქლაუდის“ უპირატესობებსა და შესაძლებლობებზე, ბიზნესის ციფრული ტრანსფორმირებასა და  მის ღირებულებებზე, ციფრული პლატფორმის გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრეს, კერძოდ, თუ როგორ დაეხმარება „მაიქროსოფთ“-ი ბიზნესის სფეროებსა და ბიზნეს ორგანიზაციებს, რომლებიც მიიღებენ ოპერაციების გაციფრულების გადაწყვეტლებას, რა სარგებელს მიიღებენ საბოლოოდ მომხმარებელები ციფრული ტრანსფორმაციის შედეგად და ასე შემდეგ.

დასასრულს,  მედიასთან მეოთხე ტექნოლოგიურ რევოლუციაზე დისკუსია გაიმართა.

„მაიქროსოფთ“-ის პლატფორმის გამოყენება უსაფრთხოა და ბიზნეს სექტორებს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. დღეს მთავარ აქცენტს ვაკეთებთ „ქლაუდ“ -სა და ხელოვნურ ინტელექტზე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მსოფლიოში, თავის მხრივ „მაიქროსოფთს“ ექნება უმთავარესი როლი ამ მიმართულებით. „ქლაუდი“ ანუ ღრუბლოვანი ტექნოლოგიები ნელ-ნელა შემოდის საქართველოს ბაზარზეც, დღეს უფრო აქტიურად იყენებენ ქართული კომპანიებიც და ხედავენ მის უპირატესობებს,“ - განმარტა ნიკოლოზ დობორჯგინიძემ.

 „ქლაუდი“, ეს არის ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის და „მაიქროსოფთ”-ის  სტრატეგიისა და ზრდის „გული“. ციფრული ტრანსფორმაცია სხვადასხვა სფეროს ორგანიზაციებს აძლევს ღირებულებების შექმნის საშუალებას. „Fortune 500“-ში შემავალ კომპანიებს 20 წელი დასჭირდათ იმისათვის, რომ შეექმნათ მილიონობით დოლარის ღირებულება, დღეს კი, ციფრულ “სტარტაპებს“ ამისათვის 3-4, ხანდახან კი მხოლოდ 2 წელი სჭირდებათ. ამავდროულად, „გაციფრულება“-მ შესაძლოა, დიდი სარგებელი მოუტანოს საზოგადოებას და ხელი შეუწყოს გარემოს დაცვის მდგრადობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენი ცხოვრების უსაფრთხოების დონის ამაღლებას.

„ქლაუდ“-მა გააჩინა ისეთი შესაძლებლობა, რომელიც შესაძლოა ნამდვილად გარდამტეხი აღმოჩნდეს ბიზნესისათვის. „ქლაუდ“ მომსახურების დანერგვა მთელს მსოფლიოში წარმოუდგენლად დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. თითქმის ყველა ბიზნეს ორგანიზაციაში „ქლაუდი“ ცვლის ადამიანების მუშაობის სტილს, ადგილს და ადამიანების მიერ ბიზნესის წარმოების წესს. „ქლაუდი“-ს წარმოქმნით, თანამედროვე IT კომპანიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბიზნესის სტრატეგიის დასახვაში.  „ქლაუდი“ არ არის არც „ერთი ზომა ერგება ყველას“ და არც „ყველაფერი ან არაფერი“ შეთავაზება. „Azure“ გთავაზობთ ადვილად მორგებად „ქლაუდ“-ს, რომელიც არაჩვეულებრივია, როგორც GE Healthcare and NBC News მსგავსი, დიდი ზომის კომპანიებისთვის, ასევე „სტარტაპები“-სთვის.

„ვთანამშრომლობთ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორთან ტექნოლოგიური განვითარების კუთხით. „ქლაუდ“-ით დაინტერესებულ კომპანიათა საერთო მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება საქართველოშიც. ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოში  „ქლაუდ“-ზე 80-მდე კომპანიაა უკვე გადმოსული. უფროდაუფრო პოპულარული და აუცილებელი ხდება  ღრუბლოვანი  ტექნოლოგიის გამოყენება. დღეს ის  ასოცირებულია უსაფრთოხებასთან, კერძოდ,  ქლაუდი“ არის მონაცემების დაცულობისა და უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხის გარანტი.  ასევე, ამავე დროს მნიშვნელოვანია ხარჯების ოპტიმიზაცია, რასაც  სწორედ, „ქლაუდი“- ს გამოყენება იძლევა,“ - აღნიშნა ქეთევან თათოშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...