1 5 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალქალაქში პატრულის ჯარიმას დაპირისპირება მოჰყვა

ჩამოტვირთვა

სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქში პატრულის ეკიპაჟსა და მანქანის მძღოლს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი ჟურნალისტის, კრისტინა მარაბიანის თქმით, ამის გამო დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ქალაქის ცენტრში გზა ნაწილობრივ გადაკეტილი იყო. მისი ინფორმაციით, პატრულის ოფიცერმა მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რადგან მას ღვედი არ ეკეთა. მაგრამ საპირისპიროს ამტკიცებდნენ მძღოლი და მომხდარის თვითმხილველები. შელაპარაკება პატრულის ოფიცრებსა და მოქალაქეს შორის საკამო ხანს გაგრძელდა. ადგილზე ახლა აღარავინ იმყოფება და სიმშვიდეა. მარაბიანი ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი შემთხვევები – დაპირისპირება უკმაყოფილო მოქალაქეებსა და პატრულის თანამშრომლებს შორის გახშირდა. ამბობს, რომ ამაზე ადგილობრივ მედიაში თავადაც წერენ. “ხალხმა მათ გარშემო შეგროვება დაიწყო, ამიტომ მანქანები გავლას ვეღარ ახერხებდნენ. ახლა სიმშვიდეა. პატრულიც და მძღოლიც აქ აღარ იმყოფებიან. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება, განსაკუთრებით ბოლო დროს,”- ამბობს კრისტინა მარაბიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები